სოფლის მეურნეობაში შრომის უსაფრთხოება მინიმალურ დონეზეც არ კონტროლდება

სოფლის მეურნეობაში შრომის უსაფრთხოება მინიმალურ დონეზეც არ კონტროლდება

access_time2022-05-09 16:00:59

აგრობიზნესში დასაქმებულებისთვის უბედური შემთხვევების რისკი იზრდება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ,  უამრავ ადამიანს მუშაობა უწევს დაღლილობის, არასათანადოდ შერჩეული ხელსაწყოების, რთული რელიეფის, ექსტრემალური ამინდის პირობებში, რაც მათ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. როგორც  ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის (HSE) კომპანია ,,გერგილის“ წარმომადგენელი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ქეთევან სალუქვაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, ერთ-ერთი სირთულე სოფლის მეურნეობაში შრომის უსაფრთხოების მხრივ ცნობადობის დაბალი დონეა.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“   Telegram-ზე.

 

,,საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ 2019 წლიდან მოქმედებს და ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე, შესაბამისად მოიცავს სოფლის მეურნეობის მიმართულებას. აღნიშნული კანონის თანახმად, განსაზღვრულია როგორც დამსაქმებელთა, ასევე დასაქმებულთა უფლებები და ვალდებულებები. მიუხედავად ბოლო წლებში გააქტიურებული საინფორმაციო კამპანიებისა, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სოფლის მეურნეობაში ცნობიერების ნაკლებობა ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა.  ხშირად, დამსაქმებლები და დასაქმებულები სათანადოდ ვერ აღიქვამენ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცულობის ვალდებულებას და საჭიროებას. სოფლის მეურნეობის სფეროში ერთ-ერთი კრიტიკული მნიშვნელობის პრობლემა არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმებულთა სიმრავლეა, რაც კიდევ უფრო ართულებს როგორც კანონის აღსრულების საკითხს, ასევე სახელმწიფოს ჩართულობას კონტროლის თვალსაზრისით. არაფორმალური დასაქმების პირობებში, დასაქმებულები  ყოველგვარი უსაფრთხოებისა და სოციალური გარანტიების მიღმა რჩებიან“, - აცხადებს ქეთევან სალუქვაძე.


მისი თქმით,  პრობლემაა განსაკუთრებით  სეზონურ სამუშაოებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები ვრცელდებოდეს თვითდასაქმებულებზეც და გარკვეული ფორმით საკანონმდებლო დონეზე მოხდეს აღნიშნულის ასახვა.



როგორც სალუქვაძე ამბობს, სოფლის მეურნეობაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე, პესტიციდების და სხვა სახიფათო ნივთიერებების გამოყენება ასევე საფრთხეს უქმნის მუშათა ჯანმრთელობას.


,,სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანების დიდმა ნაწილმა არ იცის, რა სტანდარტები უნდა დაიცვას სხვადასხვა კულტურების შეწამვლისას, რის გამოც საკუთარ ჯანმრთელობას სერიოზულ რისკს უქმნიან.  პირველ რიგში,  გათვალისწინებული უნდა იქნას შხამ-ქიმიკატების შესახებ ეტიკეტზე, ნივთიერების უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელზე (MSDS) დატანილი ინფორმაცია და მოთხოვნები უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ. ასევე მოცემულია გამაფრთხილებელი, ამკრძალავი ნიშნების  გამოყენების შესახებ მითითება. დასაქმებულებს უნდა უტარდებოდეთ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სწავლება. დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიღებულ უნდა იქნას  პრევენციული და დამცავი ზომები იმისათვის, რომ ტექნიკა, ქიმიკატები, იარაღები და პროცესები  იყოს უსაფრთხო და შეესაბამებოდეს შრომის უსაფრთხოების განსაზღვრულ სტანდარტებს.


გათვალისწინებული უნდა იქნას შეწამვლის პროცესის სპეციფიკა.   სერიოზული რისკებია ასევე მელიორაციაში. ზუსტ სტატისტიკას არ ვფლობთ სარწყავ არხებში მომხდარი უბედური შემთხევების შესახებ, თუმცა  ფიქსირდება ფაქტები, როცა სარწყავ არხებში იხრჩობიან ბავშვები, რაც,  რა თქმა უნდა,  ძალიან სამწუხაროა. 

საფუძვლიანი კვლევების ჩატარება და საკითხის ძირეული მოკვლევა, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობით, სიღრმისეულად დაგვანახებს იმ საკითხებს, რომლებიც მხოლოდ ზედაპირული დაკვირვებით არ ჩანს“, - ამბობს სალუქვაძე ,,კომერსანტთან“.


„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევა კლასიფიცირდება მისი შედეგების და ერთ ჯერზე დაშავებული ადამიანების რაოდენობის მიხედვით.


ქეთევან სალუქვაძის ინფორმაციით,  სოფლის მეურნეობის სექტორში, 2019 წლიდან 2021 წლის ჩათვლით აღრიცხულია 5 გარდაცვალების და 3 დაშავების შემთხვევა. თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევები ვერ ასახავს რეალურ სურათს, რადგან ისევ ცნობიერების ნაკლებობიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მხრიდან არ ხორციელდება შეტყობინებები უბედური შემთხვევების შესახებ. ამასთან, არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმებულების სიხშირე სოფლის მეურნეობაში ხელის შემშლელია რეალური სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვაში.

 

შეგახსენებთ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულია 1.3 მილიარდი მუშაკი, რაც მთლიანი მსოფლიო სამუშაო ძალის ნახევარია. სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევებისა და ჯანმრთელობის დაზიანების სიხშირით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ამ სფეროს ყოველწლიურად სულ მცირე 170,000 მუშაკი ემსხვერპლება. ეს ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები ორჯერ უფრო მეტი რისკის წინაშე დგანან, ვიდრე სხვა სექტორში მომუშავეები.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up