სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, თანამედროვე ტიპის სათბური აშენდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, თანამედროვე ტიპის სათბური აშენდა

access_time2021-11-04 10:50:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიის სათბური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ხატია წილოსანმა გახსნეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



თანამედროვე სათბურის ბაზაზე ახალგაზრდა ფერმერების გადამზადება და მათთვის სემინარ-ტრენინგების ორგანიზება მოხდება. სხვადასხვა ქვეყნის აგრონომებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ, ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ. სათბური აღჭურვილია ვენტილაციის, ფერტიგაციის და წვეთოვანი მორწყვის სისტემებით, შემდეგი ეტაპი კი, ცენტრის ნაკვეთზე ჰიდროფონიკის (მცენარის უნიადაგოდ მოყვანის ინოვაციური მეთოდი) ტექნოლოგიის დანერგვას ითვალისწინებს.



„ისრაელის სახელმწიფო სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია. მნიშვნელოვანია, რომ სასათბურე მეურნეობის განვითარების მიმართულებით მაშავის ცენტრი (MASHAV) აქტიურად თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. ისრაელის მთავრობის მხარდაჭერით, აშენდა სადემონსტრაციო სათბური, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდა ფერმერებს ცოდნის გაღრმავებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.




MASHAV-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოა. დღეისათვის, MASHAV-ის პროფესიული სასწავლო კურსები საქართველოდან 1600-ზე მეტმა სპეციალისტმა გაიარა.



„მომავალ წელს საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი აღინიშნება. ვიმედოვნებთ, რომ ახალი სადემონსტრაციო ჰაბი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ამ ურთიერთობის ისტორიაში. დღეს ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ სადემონსტრაციო ჰაბის შექმნაში, რაც მოგცემს შესაძლებლობას, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიები დავნერგოთ. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, ეს სადემონსტრაციო ჰაბი გახდეს რეგიონული და დარგის ექსპერტები და სტუდენტები არამხოლოდ საქართველოდან, არამედ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ცენტრალური აზიიდან მოვიდნენ აქ, იმისთვის რომ შეისწავლონ სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები“, - აღნიშნა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.



სტუმრებმა, წილკნის ბაზაზე, პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს. ლაბორატორიაში, 2017 წლიდან, ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up