Soft Motion - SAP-ის ოქროს პარტნიორი საქართველოში

Soft Motion - SAP-ის ოქროს პარტნიორი საქართველოში

access_time2022-04-20 11:32:17

პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა SAP-ის ოქროს პარტნიორი საქართველოში ტექნოლოგიური კომპანია Soft Motion გახდა. მათი მიზანია რეგიონში SAP-ის მოდულების პოპულარიზაცია.

 

SAP-ის მხრიდან მსგავს სტატუსს ისეთი მასშტაბური კომპანიები იღებენ, ვისაც მათთან წარმატებული და პროფესიონალური პარტნიორობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.

 

SAP-ი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი კომპანიაა, რომლის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემას 180-ზე მეტ ქვეყანაში 440 000-მდე კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში იყენებენ. მათ შორის, ისეთი ცნობილი კომპანიებიც, როგორებიცაა: MAN, SHELL, GENERAL MOTORS, HP, COCA COLA BOTTLING CO., PEPSICO INC., METRO-GOLDWYN-MAYER, FUJITSU SIEMENS, IBM და მრავალი სხვა.

 

SAP-ი მსხვილ და საშუალო ბიზნესს სამეურნეო საქმიანობას უმარტივებს. პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მეშვეობით, ბიზნესპროცესების ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება ერთ პლატფორმაზე ხდება და ადამიანური ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი. აგრეთვე, პროგრამული სისტემა უადვილებს კომპანიებს კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას, ხოლო ანალიტიკური ფორმების დროული მიწოდება ხელს უწყობს სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას. შედეგად, ბიზნესს შეუძლია, დააჩქაროს სამუშაო პროცესები, გააუმჯობესოს საოპერაციო ეფექტურობა, გაზარდოს პროდუქტიულობა, გაზარდოს მომხმარებელთა გამოცდილება და, საბოლოოდ, გაზარდოს მოგება.

 

SAP-ის ოქროს პარტნიორი საქართველოში Soft Motion ცალკე კომპანიად 2021 წლის იანვარში ჩამოყალიბდა. მის დამფუძნებლებს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. წლების განმავლობაში იყვნენ „თეგეტა მოტორსის“ SAP კონსულტანტ-ანალიტიკოსები. სწორედ „თეგეტა“ იყო პირველი საქართველოში, რომელმაც პროგრამული უზრუნველყოფა SAP-ი დანერგა. ამისათვის კომპანიამ 1 200 000 ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

Soft Motion დღეს საქართველოში 30-მდე კომპანიას ემსახურება. მათ შორის არიან, თეგეტა ჰოლდინგი და მასში შემავალი შვილობილი კომპანიები, ასევე სხვა საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.




,,Soft Motion-ს ბაზარზე მთელი რიგი უპირატესობები აქვს. პირველ რიგში, ეს არის სრული ციკლი, ანუ პროდუქტის შერჩევა, შეძენა, ლიცენზიის მოპოვება, დანერგვა და მხარდაჭერა.  გარდა ამისა, ჩვენ SAP-ის ოფიციალური პარტნიორები ვართ და საქართველოს ბაზარზე ისეთი პროდუქტების გაყიდვის უფლება გვაქვს, რაც სხვა კომპანიებს, უბრალოდ, არ გააჩნიათ.

 

ამ ეტაპზე საქართველოში მსხვილ და საშუალო ბიზნესებთან ვთანამშრომლობთ. „სოფთ მოუშენს“ ირჩევენ მისი უპირატესობების გამო. მათ შორის არის 12-წლიანი გამოცდილება, საქართველოში პირველი ოფიციალურად სერტიფიცირებული თანამშრომლები, გამოცდილება სხვადასხვა სისტემასთან ინტეგრაციებში, ბიზნესპროცესების გაციფრულება და ელექტრონული კომერცია. აღსანიშნავია ბიზნესპროცესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების დანერგვა და SAP-ში შესრულებული 800-ზე მეტი დაკვეთა ბიზნესპროცესების სრულყოფისთვის“, - ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი.

 

დღეს Soft Motion-ში 30-მდე თანამშრომელია. კომპანიის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ ალექსანდრე ბარნოვი, თამთა მეგრელიშვილი, SAP ERP დეპარტამენტის უფროსი, და ამირან დარცმელია, სტრატეგიული განვითარების ჯგუფის უფროსი. მათ მენეჯმენტი თუ ტექნიკური საკითხები მიმართულებების მიხედვით აქვთ განაწილებული და, თანამშრომლებთან ერთად, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სერვისს აწვდიან. 

 

„SAP-ის სისტემების გარდა, დიდი მოთხოვნაა დეველოპმენტზეც. ცხადია, გვყავს ჩვენი დეველოპერები, თუმცა ახლა ვაპირებთ, გუნდში ცალკე მიმართულება ჩამოვაყალიბოთ და გამოცდილი კადრებიც დავიმატოთ“, - ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი.


Soft Motion-ში აქტიურად მუშაობენ CX (customer experience) მიმართულებების განვითარებასა და პოპულარიზაციაზე, რომელიც ისეთ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს მოიცავს, როგორებიც არის CRM და ელექტრონული კომერცია. კომპანიაში ამ მიმართულებით დიდი გამოცდილების მქონე, ძლიერი გუნდი ჰყავთ და სხვადასხვა ბიზნესთან უკვე თანამშრომლობენ.


„ვგეგმავთ სწავლებისა და სტაჟირების პროგრამის დაწყებას, რომელიც სამომავლოდ ბაზრის მაღალკვალიფიციური კადრებით შევსებას უზრუნველყოფს. ამ რესურსს, ჩვენ გარდა, სხვა კომპანიებიც აუცილებლად გამოიყენებენ. დღეს ბაზარზე უცხოელი მოთამაშეებიც შემოდიან, სფეროში კადრების დიდი გადინებაა, ამიტომ გვინდა, ეს დანაკლისი შევავსოთ - მოვამზადოთ პროფესიონალები, რაც საბოლოოდ, ისევ სფეროს განვითარებისთვის იქნება უკეთესი“, -  ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი.


სამომავლოდ Soft Motion-ი სერვისების ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. პარტნიორები უკვე ჰყავთ  ევროპასა და ამერიკაში, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, ყოველდღიურ საქმიანობაში მათი ჩართვაც შეუძლიათ. ოპერირებას გეგმავენ კავკასიის რეგიონშიც, სადაც დეველოპმენტისა და SAP-ის სისტემების მიმართ ინტერესი იზრდება, სერვისის მიმწოდებელი კომპანიები კი თითქმის არ არსებობს. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ ბაზრის ასათვისებლად ხელსაყრელი პირობებია.

 

 


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up