“სოკარ ჯორჯია გაზს” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. როგორც სოკარის საიტზეა ნათქვამი, 2023 წლის თებერვლიდან ამ თანამდებობას მარიამ ვალიშვილი იკავებს. ამ პოსტზე მან აზერ მამადოვი შეცვალა. ვალიშვილი გუნდს 2017 წელს შეუერთდა და "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო.
მარიამ ვალშვილი იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (2008-2017 წწ.); 2019 წლიდან დღემდე არის "აზიის განვითარების ბანკის" (უზბეკეთი) კონსულტანტი; მანამდე იყო "საქჰიდროენერგომშენი"-ს გენერალური დირექტორი (2008 წ.); "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია"-ში კომერციული დირექტორი (2007-2008 წწ.); "ათასწლეულის გამოწვევა საქართველო" - ენერგეტიკული პროექტების კოორდინატორი (2006-2007წწ); “Core International, Inc.” (USAID) (2006 წ.); "AES თელასი" - რეგიონული დირექტორი (1999-2004 წწ.); “A & E Environmental & Engineering Consultants, Ltd.” - პროექტის კოორდინატორი (1998-1999 წწ.); “Burns & Roe Enterprise, Inc.” (USAID) - მონაცემთა ანალიტიკოსი (1994-1998 წწ.).