სოკარის კამპანია ევრო–2020-ისთვის - სოკარის მომხმარებლებს ბაქოში მატჩზე დასწრების შანსი ეძლევათ

სოკარის კამპანია ევრო–2020-ისთვის - სოკარის მომხმარებლებს ბაქოში მატჩზე დასწრების შანსი ეძლევათ

access_time2021-06-15 12:10:49

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი წელს განსაკუთრებული ფორმატით მიმდინარეობს. თამაშები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მათ შორის, ერთ-ერთი მეოთხედფინალის მასპინძელი 3 ივლისს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო იქნება. სწორედ ამიტომ, კომპანია სოკარმა დაიწყო კამპანია, რომელიც კომპლექსურ აქტივობებს გულისხმობს როგორც სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე, ისე - სოციალურ მედიაში.

კამპანია ევრო2020-თან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, როდესაც სოკარმა საქართველოში არსებული 11 ავტოგასამართი სადგური შეფუთა და ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებად აქცია. რომის, ამსტერდამის, გლაზგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებით გაფორმებული სადგურებზე 21 ივნისამდე მისულ მომხმარებელს საინტერესო სიურპრიზები დახვდება. მათ შეეძლებათ, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში. იღბლიან მომხმარებლებს კი ბაქოს საგზურის მოგების შანსიც მიეცემათ. თითო სადგურზე ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, მონაწილეებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

ბაქოში გამგზავრების შანსი ეძლევათ სოციალური ქსელების მომხმარებლებსაც. სოკარის ონლაინ კამპანიის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გადაიღოს ორიგინალური გოლის ვიდეო, ატვირთოს საკუთარ გვერდზე საჯაროდ და დაურთოს ჰეშთეგი #socarscore.  4 საუკეთესო ვიდეოს ავტორს ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი ვახტანგიშვილი, დავით ლაბაძე და გიორგი ჯანელიძე გამოავლენენ. გამარჯვებულები 2 ივლისს ბაქოში გაემგზავრებიან და 3 ივლისს მეოთხედფინალის მატჩს განსაკუთრებული, საპატიო ადგილიდან, SKY BOX-იდან უყურებენ.  


 ჩაასხი საწვავი სოკარში, შეიძლება გაგიმართლოს და კონკურსის მონაწილე გახდე!

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up