Soma Kids-ი მომხმარებლებს მაღალი ხარისხის საბავშვო ტანსაცმელსა და აქსესუარებს სთავაზობს. Soma Kids-ის მიერ გორში წარმოებულმა პროდუქციამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და საზღვარგარეთ სხვადასხვა ბრენდის სახელწოდების ქვეშ იყიდება.
„მხარდაჭერა, რომელიც USAID-ისგან მივიღე, ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა. შევიძინე ახალი უნარები და ცოდნა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია შევიძინე გამბედაობა გადამედგა სწორი ნაბიჯები და დამეწყო ჩემი ბიზნესი. USAID-ის მხარდაჭერილი პროგრამა განკუთვნილია მცირე მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ თავიანთი ჩანაფიქრი რეალობად აქციონ“, - ამბობს Soma Kids-ის დამფუძნებელი სოფიო ტუაევია.
სამკერვალო საწარმო Soma Kids-ი უკვე რვა წელია, რაც ინდივიდუალურ მომხმარებლებსა და ბრენდებს მაღალი ხარისხის პროდუქციით ამარაგებს. ბრენდის გაფართოება რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით იგეგმება. ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯია პროდუქციის სამშობიარო კლინიკებში შეტანა და ახალბედა მშობლებისა და მათი ჩვილების გახარება.