სომხეთი თურქეთს სახმელეთო საზღვრის გახსნას სთავაზობს დიპლომატებისთვის

სომხეთი თურქეთს სახმელეთო საზღვრის გახსნას სთავაზობს დიპლომატებისთვის

access_time2022-04-16 15:30:31

სომხეთმა თურქეთს დიპლომატიური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნა შესთავაზა. ამის შესახებ იუწყება azatutyun.am სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანზე, ვაან უნანიანზე დაყრდნობით.

“სომხური მხარე თანახმაა, თამამი ნაბიჯები გადადგას. ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ ჩვენი მზაობა ამასთან დაკავშირებით, მათ შორის, საგარეო საქმეთ მინისტრის მონაწილეობით დიპლომატიურ ფორუმზე ანტალიაში და ეკონომიკური ემბარგოს გაუქმებით. ავიამიმოსვლის აღდგენა სომხეთსა და თურქეთს შორის ასევე მნიშვნელოვანი ორმხრივი ნაბიჯია.

დარწმუნებული ვართ, რომ წინსვლის ერთადერთი გზა არის მკაფიო უწყვეტი ნაბიჯები. მაგალითად, ჩვენ თურქულ მხარეს შევთავაზეთ, პირველ ეტაპზე გაიხსნას სახმელეთო საზღვარი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, თუმცა თურქული მხარე არ ჩქარობს ამას. ვფიქრობთ, ეს იქნება მცირე, მაგრამ არსებითი და ლოგიკური ნაბიჯი. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხში მივაღწევთ შედეგს”, – ამბობს  სომხეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი.

მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების შესახებ საუბრისას ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია, თამამი ნაბიჯები გადაიდგას.

სომხეთ–თურქეთს შორის საზღვრის გახსნა რეალურ კონტურებს იძენსრუსეთ-უკრაინის ომის პირობებში კავკასიის რეგიონში ლოგისტიკა ახალი მოცემულობის წინაშე დგება. ამ ქვეყნების ბაზრების ჩაკეტვამ და ნაკადების გაჩერებამ თურქეთსა და სომხეთს სავაჭრო კავშირების აღდგენისა და საზღვრის გახსნისკენ უბიძგა, რაც დამატებითი შესაძლებლობისკენ უხსნის გზას საქართველოსაც.

თურქეთსა და სომხეთს შორის განსაკუთრებით მწვავე კონფლიქტი საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. ერევანი 1915 წლის მასობრივ მკვლელობებს გენოციდად აფასებს, რასაც ანკარა კატეგორიულად უარყოფს. გასაბჭოების შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად სომხეთი დაზარალდა, რომლის ტერიტორიაც 70 ათასი კვადრატული კილომეტრიდან 30 ათას კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა, არარატის მთა სომხეთს მხოლოდ საბჭოთა გერბზეღა დარჩა.


 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კონფლიქტის თემად ყარაბაღი იქცა. აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის უმოკლესი მანძილი სომხეთზე გადის, თუმცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა, შაჰ-დენიზის გაზსადენმა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ საქართველოზე გაიარა, რამაც ერთი შეხედვით ქვეყანა მომგებიან პოზიციაში ჩააყენა, თუმცა ალტერნატიული დანახარჯი ბევრად უფრო მაღალი აღმოჩნდა და ბალტიის ქვეყნების ეკონომიკურმა განვითარების დონემ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისას მნიშვნელოვნად გაუსწრო.

 

2020 წელს, ყარაბაღის ბოლო ომის დროს, აზერბაიჯანმა შვიდივე ოკუპირებულ რაიონსა და უშუალოდ ყარაბაღის ნაწილზე, მათ შორის ქალაქ შუშაზე კონტროლი აღიდგინა. ბაქომ ერევნისგან ნახიჩევანის ექსკლავთან პირდაპირი გზით დაკავშირების უფლებაც მიიღო, სანაცვლოდ სომხეთი რუსეთს აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდა.

 

ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2018 წლიდან, სომხეთი ცდილობს, რომ რუსეთის უპირობო მორჩილი აღარ იყოს, თუმცა არც ღიად მიდის მის წინააღმდეგ. ერევანი გიუმრიდან რუსული ბაზის გაყვანას არ ითხოვს და არც NATO-ში ინტეგრაციაზე აკეთებს განაცხადს, მაგრამ აფხაზეთში დევნილების დაბრუნების გაეროს რეზოლუციასაც აღარ ეწინააღმდეგება და არც რუსეთის უკრაინაში შეჭრისთვის დაუჭერია მხარი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up