სომხეთის მთავრობამ პარასკევს გამართულ შეხვედრაზე სომხეთ-თურქეთის საზღვარზე საკონტროლო გამშვები პუნქტის „მარგარას“ პროექტირებისა და მშენებლობისათვის 28.3 მილიონი დრამის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილების დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ პროექტის მოკლე დროში განხორციელების აუცილებლობის გამო, გადაწყდა პროექტირება და მშენებლობა ერთდროულად განხორციელებულიყო.
18 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ნორმალური ურთიერთობების დამყარების დიდი ალბათობაა. იგი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში სომხეთ-თურქეთის საზღვარი გაიხსნება, რაც საფუძველს შექმნის ნორმალური მეზობლური ურთიერთობების განვითარებისთვის.
მანამდე სომხეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა თურქეთთან მოლაპარაკებებზე, სს-ს ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა განაცხადა, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვარზე „მარგარას“ გამშვები პუნქტის ამოქმედება ამ ზაფხულს იგეგმება.
2023 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა რომ სომხეთსა და თურქეთს შორის დაბრკოლებები მოიხსნა პირდაპირი საჰაერო ტვირთების გადაზიდვისთვისაც,