სომხეთიდან ესტონეთამდე - რა მდგომარეობაშია ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების ეკონომიკები 30 წლის შემდეგ?

სომხეთიდან ესტონეთამდე - რა მდგომარეობაშია ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების ეკონომიკები 30 წლის შემდეგ?

access_time2021-12-10 19:00:34

1990 წელს, დაშლამდე მცირე ხნით ადრე, საბჭოთა კავშირი მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა იყო. მისი წილი გლობალურ ეკონომიკაში 4.6%-ს შეადგენდა, დღეს კი ყოფილი სსრკ-ს 15 რესპუბლიკის ჯამური მაჩვენებელია 2,6%.

 

 

ყოფილიო საბჭოთა რესპუბლიკების მშპ-ის ვარდნა 1996-1999 წლებამდე გაგრძელდა, შემდეგ იყო 2008-2009 წლის გლობალურო კრიზისი, 2015-2016 წლებში კი ნავთობზე ფასების დაცემის გამო შემცირდა მომპოვებელი ქვეყნების - რუსეთის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის - ეკონომიკები. საბოლოოდ სინქრონული ვარდნა 2020 წელს, პანდემიის გამო მოხდა.

 

 



პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის ცალკე ბალტიის ქვეყნები დგანან, რომელთა მშპ-მ ზრდა ჯერ კიდევ 1995 წელს დაიწყო, ესტონეთი კი 1996 წელს ამ კუთხით რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა. დღეს ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ყოფილ სსრკ-ს ქვეყნებს შორის ეკონომიკური განვითარების კუთხით ლიდერები არიან.

 

2004 წელს ბალტიის სამივე ქვეყანა ევროკავშირში შევიდა, თუმცა, ცხოვრების მაღალი დონის მიღწევას თან ქვეყნების მოსახლეობის მკვეთრი შემცირება ახლდა - ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის ჯამური მოსახლეობა 25%-ით, 7,9-დან 6 მლნ-მდე შემცირდა - როგორც ბუნებრივი კლების, ასევე რუსულენოვანი მოსახლეობის ემიგრაციის ხარჯზე.

 

 

იზოლირებულად, ოღონდ სხვა მიზეზების გამო თურქმენეთის გამოიყურება. ნავთობით და გაზით მდიდარი ქვეყანა სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებს შორის მე-7 ადგილზეა, და უსწრებს უკრაინას, საქართველოს და სომხეთს.

 


თუმცა, თურქმენული სტატისტიკის სანდოობა მინიმალურზე ნაკლებია, ამიტომაც რეალური სიტუაციის დადგენა თითქმის შეუძლებელია, თუმცა, ფაქტია, რომ ოპტიმისტურ ციფრებს და მკაცრს სინამდვილეს შორის საკმაოდ დიდი მანძილია.

 

ბოლო წლები უკრაინისთვის მძიმე აღმოჩნდა და ამის მიზეზებია კონფლიქტი რუსეთთან, და დონბასის ინდუსტრიული რეგიონების დაკარგვა. ამავე დროს, ვითარება გაუარესდა იმის გამო, რომ დემოკრატიის პირობებშიც კი კიევმა სახელმწიფო ინსტიტუტების ხარისხის გაუმჯობესება ვერანაირად ვერ მოახერხა.

 

ეკონომიკური ტრენდები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება.

 

მართვის სტილის სხვაობა - ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საქართველოში მართვის ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა, ზოგში კი, მაგალითად, აზერბაიჯანში, გაუარესდა.

 

დემოგრაფია - ცენტრალური აზიის ქვეყნების მოსახლეობა იზრდება, სხვა რეგიონების კი - რუსეთი, უკრაინა, საქართველო, სომხეთი, და ა.შ. - პირიქით, მცირდება.

 

საგარეო ფაქტორი - ყველა საბჭოთა რესპუბლიკას მემკვიდრეობით საკმაოდ რთული ამოცანა ერგო - რუსეთთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობების დაბალანსება.

 

ბუნებრივი რესურსები - ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა მომპოვებელი ქვეყნებისთვის ცხოვრების დონის გაუმჯობესების კუთხით, თუმცა, სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნის გარეშე, ეს ბუნების მიერ ნაჩუქარი უპირატესობა სუსტდება - ამის მაგალითია აზერბაიჯანი, სადაც 2000-ან წლებში სანავთობო ბუმი იყო, დღეს კი ეკონომიკა სტაგნაციამ მოიცვა.

 

1990-ან წლებთან შედარებით, ყოფილმა სსრკს-ს რესპუბლიკებმა ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულება ვერ შეამცირეს - რუსეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი უცხოურ ბაზრებზე ძირითადად ნავთობს და გაზს ყიდიან, რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა ხორბლის მსხვილი ექსპორტიორები არიან.

 

ლიეტუვას და ბელარუსს განსაკუთრებული მდგომარეობა აქვთ - ლიეტუვა არის რუსული ნავთობპროდუქტების ევროპაში ექსპორტის მსხვილი ტრანზიტორი, ხოლო ბელარუსი ევროკავშირში რუსული ნავთობიდან წარმოებულ საწვავს ყიდის.

 

 




rbc.ru

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up