სომხეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გაჩენილ ხანძარს 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 3 ადამიანი კი მძიმედ არის დაშავებული. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით სომხური მედია ავრცელებს.
გეღარქუნიკის რაიონის სოფელ აზატში მდებარე სამხედრო ნაწილში ხანძარი 19 იანვარს, 01:30 საათზე გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.