სომხეთის თხოვნა რუსეთს, რუსეთის მოთხოვნა აზერბაიჯანს და აზერბაიჯანის პასუხი, შენიშვნები და დავალება რუსეთს - რა ხდება ყარაბაღში

სომხეთის თხოვნა რუსეთს, რუსეთის მოთხოვნა აზერბაიჯანს და აზერბაიჯანის პასუხი, შენიშვნები და დავალება რუსეთს - რა ხდება ყარაბაღში

access_time2022-03-27 08:18:34

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

„სპუტნიკ-არმენიას“ ცნობით, მთიანი ყარაბაღის საინფორმაციო შტაბის ინფორმაციით, ასკერანის რაიონის სოფელ ფარუხში შეჭრის შემდეგ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აგრესიული ქმედებები განახორციელეს კარაგლუხის სიმაღლეებისკენ, რომელიც რუსი სამშვიდობო კონტიგენტის პასუხისმგებლობის ზონაში მდებარეობს. სომხური მედიის ინფორმაციით, აზერაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს არცახის სიღრმისკენ გადაადგილება სცადეს. ამ მონაკვეთზე ოპერატიულ-ტაქტიკური მდგომარეობა კვლავინდებურად დაძაბული რჩება. სააგენტოს ცნობით, რუს „სამშვიდობოებთან“ ერთად, მიმდინარეობს ვითარების სტაბილიზება. 

„არცახის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს სათანადო ქმედებები მათ შესაკავებლად. რამდენჯერმე განხორციელდა სროლა. მოწინააღმდეგის მხარის დივერსიული ხასიათის ქმედებები აღიკვეთა,“ - წერს სომხური მედია. 

მოგვიანებით „სპუტნიკ-არმენიამ“ გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებასა, რომლის თანახმადაც მთიან ყარაბაღში რუსეთის ე.წ. სამშვიდობო კონტიგენტის სარდლობა ღებულობს ზომებს ვითარების დასარეგულირებლად და აზერბაიჯანის ჯარის საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანულ მხარეს გაეგზავნა მოწოდება ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით.

„24-დან 25 მარტამდე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს 2020 წლის 9 ნოემბრის რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერთა სამმხრივი განცხადების დებულება, შევიდნენ რუსი სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და განათავსეს სადამკვირვებლო საგუშაგო. განახორციელეს ოთხი დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირების ქვედანაყოფზე დასახლებულ პუნქტ ფარუხზე“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მალევე  აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და უკმაყოფილება გამოხატა, რომ რუსეთი ცალმხრივ განცხადებას ავრცელებს. 


„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო წუხილს გამოთქვამს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 26 მარტის ცალმხრივი განცხადების გამო, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. 25 მარტს თავდაცვის მინისტრის გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ გასანოვის რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბრისას განიხილეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ვითარება, რომელზეც დროებით იმყოფება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი. აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ ზუსტდება პოზიციები და ადგილები საარჩევნო უბნებზე. თუმცა, 26 მარტს, სომხეთის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა განახორციელეს დივერსიის მცდელობა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებში. დაუყოვნებელი ქმედებების შედეგად, სომხეთის უკანონო ფორმირებების წევრები იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანი კვლავაც მხარს უჭერს 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას და არ დაურღვევია მისი არც ერთი დებულება. მათივე განცხადებით, არსებული შეთანხმების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ დრომდე არ განხორციელებულა სომხეთის არმიის დარჩენილი ნაწილის სრულად გაყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, „შესაბამისად, სწორედ სომხეთი არღვევს აღნიშნულ შეთანხმებას და არა აზერბაიჯანი“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის ოფიციალურ საპასუხი განცხადებაში. 

ოფიციალური ბაქო შენიშვნას აძლევს მოსკოვს და უხსნის, რომ ტერმინი, მთიანი ყარაბაღი,  არ არსებობს. აზერბაიჯანი რუსეთს სხვა შეცდომებზეც მიუთითებს

აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ გავრცელებული განცხადება ეწინააღმდეგება ორმხრივი ურთიერთობების არსს და სამოკავშირეო ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაციას, რომელსაც ქვეყნებს შორის ხელი მიეწერა 2022 წლის 22 თებერვალს. მათივე განცხადებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ არსებობს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სახელწოდებით „მთიანი ყარაბაღი“, ხოლო განცხადებაში ხსენებული სოფლის სახელწოდებაა არა ფურუხი, არამედ ფარუხი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავალებს რუსეთის თავდაცვის სამინისტოს, უზრუნველყოს სომხეთის არმიის დარჩენილი ნაწილის სრული გაყვანა საერთაშორისოდ აღიარებულ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სამმხრივი განცხადების დებულების შესაბამისად.

„გთხოვთ, არ დაწეროთ, არ გამოიყენოთ ტერმინი „მთიანი ყარაბაღი“ და მართებულად მოიხსენიოთ აზერბაიჯანის ტერიტორიები“, - ნათქვამია განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up