სომხეთმა 2022 წელს საქართველოში უფრო მეტი ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა, ვიდრე 10 წლის განმავლობაში - ჩინოვნიკი

სომხეთმა 2022 წელს საქართველოში უფრო მეტი ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა, ვიდრე 10 წლის განმავლობაში - ჩინოვნიკი

access_time2023-01-12 09:00:02

სომხეთმა 2022 წელს საქართველოში უფრო მეტი ელექტროენერგიის ექსპორტი მოახდინა, ვიდრე წინა 10 წლის განმავლობაში. ამის შესახებ რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკობ ვარდანიანმა ეროვნულ ასამბლეაში 11 იანვარს ეკონომიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



2022 წელს სომხეთმა საქართველოში 365 მლნ კვტ/სთ  ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა, 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ეს მაჩვენებელი 242 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა.




„ეს ძირითადად გამოწვეულია ბაზრის ლიბერალიზაციის შედეგად, რომელიც გასულ წელს დაიწყო. გამარტივება ექსპორტზეც აისახა. ადრე ძალიან რთული იყო ნებართვის მიღება, საჭირო იყო საბუთების შეგროვება „ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის“, „ელექტროენერგეტიკული სისტემის ანგარიშსწორების ცენტრიდან“, „სომხეთის მაღალი ძაბვის ქსელიდან“, ასევე საჯარო სერვისების მარეგულირებელი კომისიიდან, რომელიც შემდგომ ბაზარმა დაარეგულირა,“ - განმარტა ვარდანიანმა.



მისი თქმით, სანამ ექსპორტის მსურველი ელექტროსადგურები ყველა ამ ნებართვას იღებდნენ, ქართულ ბაზარზე შესაძლებლობების ფანჯარა დღითიდღე სულ უფრო ვიწროვდებოდა. ახლა ნებართვის აღების პროცედურა მაქსიმალურად გამარტივდა. ასე რომ, ნებისმიერ ექსპორტიორს, იქნება ეს ელექტროსადგური თუ მისი დისტრიბუტორი, თუ მას აქვს ელექტროენერგია შეუძლია უბრალოდ წარადგინოს განაცხადი, დაურთოს ექსპორტის ხელშეკრულება საათობრივი მიწოდების გრაფიკით და „სისტემის ოპერატორს“ თავის მხრივ მოუწევს მიწოდების დაშვება ან აკრძალვა ერთი დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში აკრძალვა გამართლებული უნდა იყოს.



„ამის შემდეგ, თავად ოპერატორი ავტომატურად ავალებს მაღალი ძაბვის ქსელს დეკლარირებული ელექტროენერგიის საზღვარგარეთ გატანას. ამრიგად, ზემოაღნიშნული პროცედურების გამარტივების შედეგად, 2022 წლის პირველ 8 თვეში საქართველოსკენ მიმავალი ელექტროგადამცემი ხაზი სრულად დაიტვირთა“, - განაცხადა  სომხეთის მთავრობის წარმომადგენელმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up