სომხეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთი თვით, 14 მაისამდე გააგრძელა კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.
16 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადა 14 აპრილს იწურებოდა, მაგრამ სომხეთის ხელისუფლებამ 13 აპრილს განაცხადა, რომ ადამიანების თავისუფალი გადაადგილებისა და ბიზნეს საქმიანობის სერიოზული შეზღუდვა არსებითია სახიფათო ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებისთვის.
საგანგებო მგდომარეობის მოქმედების განმავლობაში სომხეთის მთავრობას უფლება აქვს გამოიყენოს სასტუმროები და სხვა კერძო ობიექტები კარანტინში მყოფი ადამიანების განთავსებისთვის.
ამასთან სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ გააუქმა თითქმის ყველა შეზღუდვა, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის შემოიღეს კორონავირუსთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.
„თუ შემდგომი მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდება ე.წ. ფეიკ ნიუსების სწრაფი გავრცელება, ჩვენ კვალავ შემოვიღებთ მსგავს შეზღუდვებს“, - განაცხადა სომხეთის იუსტიციის მინისტრმა, რუსტამ ბადასიანმა.
სომხეთის საგანგებო შტაბის ცნობით 14 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1000-კაცამდე გაიზარდა, 14 პაციენტი გარდაიცვალა.
რადიო თავისუფლება