აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 20 მარტს სატელეფონო საუბარი გამართეს და აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკების თემა განიხილეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც ცნობით ბლინკენმა ერევანს დაუდასტურა, რომ აშშ ორმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებას ხელს შეუწყობს.
ბლინკენმა „დაადასტურა, რომ აშშ-ის ემხრობა პირდაპირ მოლაპარაკებებს და დიპლომატიას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის დამყარების მიზნით და აღნიშნა, რომ ომის გზით მოგვარება არ არსებობს,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.