სომხეთში 11 ოქტომბერს კოვიდით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

სომხეთში 11 ოქტომბერს კოვიდით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

access_time2021-10-12 17:00:36

სომხეთში 11 ოქტომბერს კოვიდით 43 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდულად მაღალი რაოდენობაა. სომხეთი რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საქართველოსთან შედარებით, პროცენტულად მოსახლეობის უფრო მცირე ნაწილია აცრილი.

 


სომხეთში ეპიდვითარება პანდემიის პირველივე ტალღაზე, 2020 წლის მარტში დამძიმდა. თუ 31 მარტს საქართველოში ინფიცირების სულ 110 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო აზერბაიჯანში 298, სომხეთში უკვე 532-ზე იყო ასული. 31 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში კოვიდით გარდაცვალების 19 შემთხვევა იყო აღრიცხული, სომხეთში 46-ჯერ მეტი - 879. აზერბაიჯანში კი 534. მთელი 6 თვის მანძილზე, სამხრეთ კავკასიის ყველაზე პატარა ქვეყანაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა დანარჩენი ორის ჯამურ მაჩვენებელს აჭარბებდა.

 


საქართველოში მდგომარეობა 2020 წლის სექტემბრიდან დამძიმდა და სომხეთს ინფიცირებულთა რაოდენობით ნოემბერში, გარდაცვლილთა რაოდენობით კი 2021 წლის იანვარში გაუსწრო.


 


12 ოქტომბრის მდგომარეობით, საერთო ჯამში რეგიონში ყველაზე მძიმე მდგომარეობა საქართველოშია 640 ათასი ინფიცირებული და 9306 გარდაცვლილი. (სომხეთში 274 ათასი ინფიცირებული და 5618 გარდაცვლილი, აზერბაიჯანში 493 ათასი ინფიცირებული და 6677 გარდაცვლილი). მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით საქართველო მე-13 ადგილზეა 1 მლნ-დან 2339 გარდაცვლილი, სომხეთი 29-ეზე 1 მლნ-დან 1891 გარდაცვლილი აზერბაიჯანი კი 97-ეზე 1 მლნ-დან 651 გარდაცვლილი.

 


აზერბაიჯანს სხვა უპირატესობაც გააჩნია, ის რეგიონში ლიდერია აცრების მაჩვენებლით. აზერბაიჯანში მოსახლეობის 48% 1 დოზითაა აცრილი, 40% ორივე დოზით. საქართველოში 1 დოზით 27% და ორივე დოზით 23.6%, ხოლო სომხეთში 1 დოზით 9% და ორივე დოზით 5%.

 


არათუ 5%, სიკვდილიანობის რეალურად შესამცირებლად მოსახლეობის 40%-ის აცრაც არასაკმარისია და მინიმუმ 60%-ზე გასვლაა აუცილებელი, თუმცა დღეს ეს მაჩვენებელიც უკვე არასაკმარისად მიიჩნევა. პორტუგალიასა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში უკვე მოსახლეობის 80%-ზე მეტია სრულად აცრილი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up