სომხეთის ხელისუფლება აძლიერებს კონტროლს რუსი კლიენტების საბანკო ოპერაციებზე, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა მასობრივი იმიგრაციისა და რუსეთში საერთაშორისო გადახდის სისტემების შეწყვეტის შემდეგ.
სომხური ბანკები იძულებულნი არიან გაამკაცრონ მოთხოვნები და უარი თქვან გადარიცხვაზე დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, განაცხადა პარასკევს სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა. ამის შესახებ moscowtimes-ი წერს.
„დასავლური კომერციული ბანკები, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით კონტროლის სისტემას განიხილავენ, რომლის ფარგლებშიც რეგიონის ყველა ბანკის, მათ შორის სომხური ბანკების, ტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებების პირობები მნიშვნელოვნად გაძლიერდება“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
სომხეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ რუს კლიენტებზე უარის მთქმელი ბანკების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, თუ კომერციული ბანკები ამ ტრანზაქციებს სარისკოდ შეაფასებენ.
2022 წლის ბოლოს რუსებმა სომხეთში 3,6 მილიარდი დოლარი გადარიცხეს, რაც ოთხჯერ მეტია, ერთი წლის წინანდელ მონაცემებზე.
სულ რაღაც ერთ წელიწადში რეკორდული რუსეთიდან 63,7 მილიარდი დოლარი იქნა გატანილი ფიზიკური პირების უცხოურ ანგარიშებზე. შედეგად, ვალუტის ოდენობამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს პირველად აქვთ საზღვარგარეთ, გადააჭარბა ქვეყნის შიგნით არსებულ თანხას და მიაღწია 94 მილიარდ აშშ დოლარს, 57 მილიარდი დოლარის წინააღმდეგ.