კომპანია Sony Pictures-მა გამოაცხადა საქმიანობის გაჩერების შესახებ რუსეთის ფედერაციაში, უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.
გამოცემას მოჰყავს Sony Pictures Entertainment-ის დირექტორის ტონი ვინჩიკერას სიტყვები, რომელიც მიმართული იყო კომპანიის თანამშრომლებისადმი და რომელშიც აცხადებს, რომ მხარს უჭერს იმ ასობით კომპანიას რომლებმაც შეაჩერეს საქმიანობა რუსეთის ბაზარზე.
როგორც განცხადებაში წერია, კომპანიამ უკვე გააუქმა ფილმების ციფრული რელიზების გამოშვება რუსეთში, მათ შორის არის „ადამიანი ობობა: უკან დასახევი გზა არ არის“, ასევე შეაჩერეს კონტენტის დისტრიბუცია ტელევიზიებში. რუს მომხმარებლებს ასევე შეუჩერდათ წვდომა ანიმე-სერვისზე Crunchyroll.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა კომპანიამ Walt Disney-მაც.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"