Sony - ს და Honda -ს მიერ ერთობლივად შემუშავებულ  ელექტრომობილის ბრენდს AFELLA ერქმევა

Sony - ს და Honda -ს მიერ ერთობლივად შემუშავებულ ელექტრომობილის ბრენდს AFELLA ერქმევა

access_time2023-01-07 10:00:03

Sony-მ და Honda-მ, რომლებმაც შარშან ელექტრომობილების ერთობლივი  საწარმოს გახსნა დააანონსეს, მანქანის ახალი ბრენდის სახელი გუშინ Consumer Electronics Show - ზე გამოაცხადეს, მანქანას AFEELA  ერქმევა. 




Sony Honda Mobility-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იასუჰიდე მიზუნომ პრეზენტაციაზე  პირველი მანქანის პროტოტიპი წარმოადგინა, ელექტრომობილი საშუალო სედანის მსგავსია, მისი შეძენა კი 2025 წლიდან იქნება შესაძლებელი. 




როგორც მუზინომ აღნიშნა მანქანას უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების სისტემები Honda-სგან, ხოლო გასართობი და ინტერაქტიული ფუნქციები Sony-სგან ექნება. მისივე თქმით მანქანის შემუშავებისას აქცენტი პროგრამულ უზრუნველყოფასა და მომხმარებლის ინტერფეისის ტექნოლოგიაზე გაკეთდა. 




ელექტრომობილის ბამპერის ზემოთ არის ვიწრო გარე ეკრანი, რომელსაც კომპანია მედია ბარს უწოდებს. ეს საშუალებას მისცემს მანქანას აჩვენოს ინფორმაცია და დაუკავშირდეს ავტომობილის გარეთ მყოფ ადამიანებს, აღნიშნა მიზუნომ.





ელექტრომობილის შიგნით კი კომპანია  Unreal Engine გრაფიკული ტექნოლოგიით  მუშაობს,  აღსანიშნავია, რომ ეს  ტექნოლოგია უკვე  გამოიყენეს სხვა ავტომწარმოებლებმაც, მათ შორის General Motors-მა, რომელიც ამ ტექნოლოგიას იყენებდა Hummer EV-ში.




ავტომობილი  აღჭურვილი იქნება 45 კამერით, მას  ასევე ექნება შიდა და გარე სენსორები, რომელთაგანაც  ზოგიერთი მძღოლის მდგომარეობის დასადგენად  გამოიყენება, სენსორები ასევე  მძღოლის  სიფხიზლეს და უსაფრთხოებას გააკონტროლებს. 



თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up