SOS - გამოჩნდა უმძიმესი სინთეტიკური ნარკოტიკი, რომელიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება

SOS - გამოჩნდა უმძიმესი სინთეტიკური ნარკოტიკი, რომელიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება

access_time2022-06-10 14:09:47


მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა ისეთი ნარკოტიკები, რომელიც არ იყო დამახასიათებელი ჩვენი ქვეყნისთვის და დამახასიათებელია რუსეთისთვის და მათი ელიტისთვის და მათი მოხმარება ქართველ მომხმარებლებს უქმნის ძაან დიდ პრობლემებს.

„დიდი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა ითქვას და შესაბამისად უნდა გავაფრთხილო ახალგაზრდები იმ საფრთხეების შესახებ რაც არ არის გამორიცხული, რომ დადგეს! თან ზაფხული ახლოვდება და დიდი მიგრაცია არის ქვეყანაში.

ყველა ომს მოაქვს ნარკოტიკი და მისი ჭარბი მოხმარება, ეს დაუწერელი კანონია. მასე მოხდა ჩვენთან მასე მოხდება უკრაინაში და შემდგომი პერიოდიც. მაგ მხრივ იქნება მაგ ქვეყნისთვის ძალიან რთული. არც მანამდე ჰქონდათ კარგი სიტუაცია, მაგრამ ახლა აუცილებლად დიდი აფეთქება იქნება! ჩვენც ჩართულები ვართ ამ ომში იდეურად, პროპაგანდისტულად, რეალურად ირიბად თუ პირდაპირ ეს ჩვენ რეგიონში ხდება და ჩვენზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ის რომ საომარი მოქმედებები არ არის ჩვენ ქვეყანაში, ეს არაფერს დიდს არ ნიშნავს.

გარდა ამისა, ძალიან დიდი რაოდენობას ახალგაზრდები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებიან ჩვენ ტერიტორიაზე, ამის დასტურია სოციალური ქსელები - ტიკ ტოკი, ინსტაგრამი და უბრალოდ ქუჩაში რასაც ვხედავთ, და კიდე უფრო მოემატება ვინაიდან ჯერ დასასრული არ ჩანს და კიდე უფრო გამძაფრდება სიტუაცია. შესაბამისად, გაიზრდება მიგრაციული პროცესები, რაც თავისთავად მოახდენს ნარკოტიკების შემოდინებას ქვეყანაში და ეს არის დარქნეტის გააქტიურება და მისი როლი ახლა, და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოდინება და გასაღება და ამას ცხადყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგები ამ ბოლო პერიოდში და მომართვიანობის გაზრდა.


ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ხარისხი ამ ნივთიერებების არის ძალიან დაბალი და მათი ტოქსიურობა საკმაოდ მაღალი, ბაზარზე გამოჩნდა ისეთი ნარკოტიკები, რომელიც არ იყო დამახასიათებელი ჩვენი ქვეყნისთვის და დამახასიათებელია რუსეთისთვის და მათი ელიტისთვის და მათი მოხმარება ქართველ მომხმარებლებს უქმნის ძაან დიდ პრობლემებს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომატებულია საკმაოდ ალკოჰოლის მოხმარებაც, რაც ასევე ჩვენ სტუმრებთან თუ რავი ლტოლვილებთან, თუ რაც ჰქვიათ, იმასთან არის დაკავშირებული და საკმაოდ პრობლემატურია! ამიტომ აუცილებლად გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ნუ ენდობით უცნობ დილერებს და არ იყიდოთ თქვენთვის უცნობი ნივთიერებები, ვინაიდან როგორც ყოველთვის საღდება როგორც უვნებელი და აღმოჩნდება, რომ არის უმძიმესი სინთეტიკური ნარკოტიკები, რომლების მოხმარებაც იწვევს საკმაოდ დიდ ზიანს და არის ზედოზირების მაღალი რისკი ასევე როგორც მწვავე ასევე ქრონიკული ზიანის განვითარების საშიშროება!

ასევე საღდება როგორც ელიტარული ნარკოტიკები და მოხმარება დახურული ივენთებზე და არის ახალი სინტეტური ნარკოტიკები რომლებიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება რაც იწვევს ქცევის მოშლას, ეიფორიას, შემდგომ ძილიანობას, ძლიერ ტკივილს გულმკერდის და თავის არეში, არის ინფარქტის და ინსულტის განვითარების მაღალი რისკი! თუ მაინც მოიხმარეთ ან თქვენ ან თქვენმა ახლობელმა და გაქვთ უსიამოვნო შეგრძნებები ან ხედავთ რომ თქვენ გვერდში მყოფს აქვს უცნაური ქცევა არაადეკვატურია ვერ ერქმევა დროში და სივრცეში, აუცილებლად მიმართეთ 112 და დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სამედიცინო დეწესებულებაში!! გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენი ახლობლების სიცოცხლეს!, - წერს ზურა სიხარულიძე.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up