სოსო არჩავძე: „Moody’s“-ის შეფასება და პოზიტიური პროგნოზი მთლიანად ემყარება როგორც ეკონომიკაში მიღწეულ შედეგებს, ისე საქართველოს ხელისუფლების მიერ ცალსახად გაცხადებულ რეფორმების განგრძობით ხასიათს

სოსო არჩავძე: „Moody’s“-ის შეფასება და პოზიტიური პროგნოზი მთლიანად ემყარება როგორც ეკონომიკაში მიღწეულ შედეგებს, ისე საქართველოს ხელისუფლების მიერ ცალსახად გაცხადებულ რეფორმების განგრძობით ხასიათს

access_time2021-09-21 13:05:48

“ბოლო თვენახევრის მანძილზე უკვე მესამე მსხვილმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - „Moody’s“-მა - გამოაქვეყნა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასება და დატოვა იგი უცვლელად Ba2 დონეზე, დაადასტურა რა იმავდროულად, მისი სტაბილური პერსპექტივა. მიუხედავად პანდემიის პერიოდის ურთულესი გამოწვევებისა, აღნიშნული ავტორიტეტული სააგენტოს მიერ ჩვენი ქვეყნის შეფასების შენარჩუნების ფაქტორები შემდეგია: ა) ეფექტური მაკროეკონომიკური პოლიტიკა; ბ) პანდემიამდელ პერიოდში გატარებული სისტემური რეფორმები; გ) სახელწიფოს პროგნოზირებადი და საიმედო ინსტიტუტები,” – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშს საქართველოს შესახებ.



მისი თქმით, ის, რომ ქართული მხარე წლებია ინარჩუნებს აქტიურ, ეფექტიან ურთიერთობებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე პოზიტიურად იქნა შეფასებული სააგენტოს მიერ. „Moody’s“-ს შეფასებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ხელისუფლების მიერ პანდემიის პერიოდში გატარებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა, მათ შორის სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისა და ბიზნესის დასახმარებლად. ამან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ეკონომიკის აღდგენის პროცესის დაჩქარება და მაკროეკონომიკური ინდიკატორების უმრავლესობის მიხედვით პანდემიამდელი დონის დაძლევა. სააგენტო პოზიტიურად აფასებს საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შემცირების პერსპექტივებსაც,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.




ექსპერტის ინფორმაციით, სარეიტინგო სააგენტოს მიერ აღნიშნულ შეფასებას აქვს არა მარტო შემეცნებითი, არამედ მაღალი გამოყენებითი ღირებულება იმიტომ, რომ: ჯერ ერთი, აღნიშნული შეფასება ფაქტობრივად იზიარებს Fitch-სა და S&P-ს მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ ანალოგიური ტიპის შეფასებებს და მათთან რეზონანსულად, მთლიანად ეწერება ქვეყნის სარეიტინგო შეფასებათა საერთაშორისო „ფარვატერში“; მეორე, აღნიშნულ შეფასება იძლევა კიდევ ერთ მკაფიო, ხმამაღალ და ობიექტურ შეტყობინებას ქართული სახელმწიფოს მდგრადობასა და მის ადეკვატურ რეაგირებაზე ქვეყნის შიდა თუ გარე ეკონომიკურ გამოწვევებთან მიმართებაში; მესამე, „Moody’s“-ის ვერდიქტი ხაზს უსვამს ქვეყნის ფინანსური, საბანკო-საკრედიტო ინსტიტუტების მდგრადობასა და სანდოობას, რაც განსაკუთრებით საგულისხმოა საზღვარგარეთული კერძო ფინანსური ინსტიტუტებისა და პოტენციური ინვესტორებისათვის.



„სააგენტო თვლის, რომ რეფორმების განგრძობადი ხასიათი და შიდა რესურსების უფრო სრული და ეფექტიანი გამოყენება, რისკების დაბალანსება და ეკონომიკური აქტივობებების, მათ შორის ექსპორტის დივერსიფიცირება ხელს შეუწყობს როგორც საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მოწყვლადობის შემცირებას, ისე უახლოეს მომავალში საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასაც. საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოს შეფასება და პოზიტიური პროგნოზი მთლიანად ემყარება როგორც ეკონომიკაში მიღწეულ შედეგებს, ისე საქართველოს ხელისუფლების მიერ ცალსახად გაცხადებულ რეფორმების განგრძობით ხასიათს და იმ პოლიტიკას, რომელიც უკვე იძლევა პრაქტიკულ შედეგს ეკონომიკური ზრდის მაღალი, რეგიონში საუკეთესო მაჩვენებლების სახით,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up