სოსო არჩვაძე - სსფ-ის მიერ ბოლო სამ წელიწადში უკვე მეორედ მოხდა საქართველოს, როგორც მთელი რეგიონისთვის სანიმუშო და წარმატების მაგალითად დასახელება

სოსო არჩვაძე - სსფ-ის მიერ ბოლო სამ წელიწადში უკვე მეორედ მოხდა საქართველოს, როგორც მთელი რეგიონისთვის სანიმუშო და წარმატების მაგალითად დასახელება

access_time2021-10-29 15:00:32

„საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს საკმაოდ მაღალი, დამაიმედებელი ტემპებით ზრდას. 2021 წლის სექტემბერში ქვეყნის ეროვნული პროდუქტის მოცულობამ გასული წლის სექტემბრის მოცულობას 6.9 პროცენტით, ხოლო პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.2 პროცენტით გადააჭარბა. მთლიანად, იანვარ-სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა დონეს მიაღწია (+11.3%), ხოლო პანდემიამდელ 2019 წლის იანვარ-სექტემბრის დონეს 5.7 პროცენტით გადააჭარბა. ეკონომიკური ზრდის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელი წლის დასაწყისში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ პროგნოზს ორჯერ და მეტად აღემატება და, წლიური მაჩვენებელი, მაღალი ალბათობით, შეიძლება ორნიშნა რიცხვით გამოიხატოს“, - წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე თავის ფბ გვერდზე და ამის დასტურად მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლისთვის გაკეთებული პროგნოზი, რომლის თანახმადაც საქართველოს 18-ე ადგილი უკავია მსოფლიოს 194 სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით, მაშინ როდესაც 2020 წელს - 126-ე, ხოლო 2019 წელს - 42-ე ადგილზე ეკავა.



აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა დიდწილად უზრუნველყოფილია ბიზნეს-სექტორის დინამიური განვითარების ხარჯზე, სადაც დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 2021 წლის სექტემბერში წინა წლის სექტემბერთან შედარებით გაიზარდა 24 პროცენტით, ხოლო ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 4163 ერთეული შეადგინა (6.2%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით).




იოსებ არჩვაძის თქმით, ბიზნესის აქტიურობა ადეკვატურად აისახება საგარეო სავაჭრო ექსპანსიის დინამიზმშიც. 2021 წლის სექტემბერში საქართველოს ექსპორტი 12.8 პროცენტით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი 10.2 პროცენტით გაიზარდა. ექსპორტის წინმსწრები ზრდა ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით მიანიშნებს საქართველოს მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, ხოლო რეექსპორტის ზრდის მაღალი ტემპი (იანვარ-სექტემბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 19.3%-ით) - საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობისა და ეკონომიკური ლიბერალიზმის წყალობით მისი, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციის სულ უფრო მკვეთრად გამოხატვაზე.



„ცალკე აღნიშვნის ღირსია ტურისტული სექტორი, რომელზეც ეკონომიკის ფაქტობრივად ყველა დარგია „მიბმული“ - ამ სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პროცესი ჯერაც არაა დასრულებული, მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი, რის ხარჯზეც სექტემბერში შემოსავლების დონემ გადააჭარბა პანდემიამდელი, 2019 წლის სექტემბრის ნახევარს (51%)“ - აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.
ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლების მიერ გატარებული თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, ანტიკრიზისული ღონისძიებები, ბიზნესის მხარდამჭერი კომპლექსური პროგრამები, მთლიანად, ეკონომიკის მდგრადობა და ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპები როგორც მთლიანად, ისე მის ცალკეულ სექტორებში, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ საერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ ინსტიტუტებს. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პრობლემური ფირმების ჰიბრიდული რესტრუქტურიზაციის წარმატებული ქართული რეფორმა რეგიონისთვის მისაბაძ ნიმუშად დაასახელა. განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს, ის, რომ ბოლო სამ წელიწადში უკვე მეორედ მოხდა საქართველოს, როგორც მთელი რეგიონისთვის სანიმუშო და წარმატების მაგალითად, დასახელება. დადებითი შეფასება საქართველომ დაიმსახურა საჯარო სექტორისა და ფისკალური ინსტიტუტების გასამყარებლად რეფორმების გატარებისათვისაც, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს საგადასახადო სისტემის და ადმინისტრირების გაუმჯობესებას.



„ეკონომიკური ზრდის დამაიმედებელი დინამიზმი, ბიზნესის მზაობა, უფრო მეტი და მრავალმხრივი აქტივობისათვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ხელისუფლების მკაფიო და თანმიმდევრული პოლიტიკა ადგილობრივი მეწარმეებისათვის ხელშეწყობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის, ქმნის ხელსაყრელ პირობებს საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის თანმიმდევრული ამაღლებისათვის“, - წერს სოსო არჩვაძე საკუთარ ფბ გვერდზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up