სოსო არჩვაძე სსფ- ის პროგნოზზე: ეს მაჩვენებელი  თითქმის 4.4-ჯერ აღემატება 2013-2022 წლებში მოსახლეობის ერთ სულზე ეკონომიკის საშუალო წლიურ მატებას

სოსო არჩვაძე სსფ- ის პროგნოზზე: ეს მაჩვენებელი თითქმის 4.4-ჯერ აღემატება 2013-2022 წლებში მოსახლეობის ერთ სულზე ეკონომიკის საშუალო წლიურ მატებას

access_time2022-11-01 11:23:45

ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებლების გადასინჯვას საგრძნობი ზრდის მიმართულებით. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზით, მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში წარმოებული ეროვნული პროდუქტი 2027 წლისთვის გადააჭარბებს 10- ათასიან, ხოლო 2030 წლისთვის - 15 ათასიან მიჯნას (აშშ დოლარებში) - ასე ეხმიანება ეკონომისტი სოსო არჩვაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე. 

 

როგორც ჭარაია წერს, აღნიშნული საშუალო წლიური მატება თითქმის 4.4-ჯერ აღემატება 2013-2022 წლებში მოსახლეობის ერთ სულზე ეკონომიკის საშუალო წლიურ მატებას. 

 


„ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებლების გადასინჯვას საგრძნობი ზრდის მიმართულებით. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზით, მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში წარმოებული ეროვნული პროდუქტი 2027 წლისთვის გადააჭარბებს 10- ათასიან, ხოლო 2030 წლისთვის - 15 ათასიან მიჯნას (აშშ დოლარებში).

ფაქტობრივად, აღნიშნული პროგნოზით, საქართველოს მოსახლეობის ერთ სულზე 2023-2027 წლებში ეკონომიკა    ყ ო ვ ე ლ წ ლ ი უ რ ა დ    გაიზრდება საშუალოდ 502 აშშ დოლარით, ხოლო 2028-2030 წლებში  საშუალოდ - კიდევ 892 აშშ დოლარით, ანუ 2023-2030 წლებში საშუალოდ ყოველწლიურად - 1029 აშშ დოლარით. აღნიშნული საშუალო წლიური მატება თითქმის 4.4-ჯერ აღემატება 2013-2022 წლებში მოსახლეობის ერთ სულზე ეკონომიკის საშუალო წლიურ მატებას.

ეკონომიკის  ზრდის ტემპებით საქართველო სამართლიანად იკავებს მოწინავე პოზიციას არა თუ რეგიონული, არამედ გლობალური მასშტაბითაც. ეს კი ობიექტურად განაპირობებს იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ საშუალოვადიან პერიოდში გადაინაცვლოს საშუალოდან შედარებით მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში.“ - წერს არჩვაძე facebook - ზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up