სოსო ნიბლაძე: კვალიფიციური მუშა-ხელის მოძიება მაღალი ხელფასის პირობებშიც კი პრობლემაა

სოსო ნიბლაძე: კვალიფიციური მუშა-ხელის მოძიება მაღალი ხელფასის პირობებშიც კი პრობლემაა

access_time2022-01-10 20:00:00

ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელძღვანელი სოსო ნიბლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ პროფესიონალი მუშა-ხელის დეფიციტზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ არ მოხდა გარკვეული თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავება, ეს კიდევ უფრო მზარდი პრობლემა გახდება.


„ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ საქართველოდან გამორჩეული, ეფექტური სამუშაო ძალა უცხოეთში ემიგრირებს. ეს ტენდენცია იგრძნობა და ამ მხრივ პრობლემებს ვაწყდებით. პრობლემა აქ მენეჯერულ პოზიციებზე ნაკლებადაა, საუბარია, კვალიფიიციურ მუშა-ხელზე, რომლის მოძიებაც საკმაოდ გაზრდილი სახელფასო პირობებშიც კი პრობლემურია.


ძალიან აქტუალური გახდა დროებითი ემიგრაცია ევროპაში, ეს მუშა-ხელი მიდის გარკვეულ ანაზღაურებაზე, რომელიც შეიძლება იყოს 5-7 ევრო სააათშიც კი. ეს კონტიგენტი იქ მუშაობს, იმ პირობებით კმაყოფილია. შესაბამისად, საქართველოში ეს რესურსი მცირდება,“ - აცხადებს ნიბლაძე.


მისივე განმარტებით, კარგი იქნება თუ ქვეყანაში ამ მიმართულებით მუშაობა სისტემურად დაიწყება. მათ შორის, მოხდება გადამზადება, შესაძლოა განიხილებოდეს ინდუსტრიულ დარგებში კადრის გადამზადებაზე მორატორიუმი, სუბსიდირება და ასე შემდგომ. ნიბლაძის ინფორმაციით, ქვეყანაში უნდა გაჩნდეს მოტივაცია, რომ შესაძლებელი იყოს გამოყენება ერთი მხრივ, ქვეყნის ვითომ გაცხადებული უპირატესობის - რომ არსებობს კადრი და მეორე მხრივ, ჩატარდეს დეტალური ანალიზი.



„თუ ადგილობრივი რესურსი არ არის, მაშინ რას ვაკეთებთ იმიგრაციის თვალსაზრისით, ქვეყანას რა პოლიტიკა აქვს უცხოეთის ქვეყნებიდან მუშა-ხელის მოსაზიდად, რომელიც საკმაოდ ძვირი დაჯდება. ეს გლობალური პროცესია. მაგალითად, დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მუშა-ხელის მიგრირების ტენდენციაა, მაგალითისთვის, გერმანიაში პოლონეთიდან ჩასული მუშა-ხელია აქტიური, პოლონეთში უკრაინელები აქტიურობენ და ა.შ. ეს თანდმევი პროცესია. თუ ჩვენ დავკარგეთ ეს უპირატესობა, რომ საქართველოში არის მუშა-ხელი და სამუშაო ადგილები კი არ არის პრობლემა, არამედ პრობლემაა მეტ-ნაკლებად კვალიფიციური მუშახელიც კი, ეს სამრეწველო სექტორის ზრდისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. მათ შორის პრობლემები შეექნება როგორც უცოხოელი ინვესტორების მოზიდვას, ისე ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას“, - განმარტავს სოსო ნიბლაძე.


შეგახსენებთ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული კომპანიების 60.2%-ის მოსაზრებით, უმთავრესი მიზეზი, რაც კადრების მოძიებას ართულებს, აპლიკანტთა არასაკმარისი ცოდნის დონეა.


არასაკმარისი ცოდნის დონე, გამოკითხული ბიზნესის უდიდესი ნაწილის აზრით, სამი ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული: საქართველოში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს; ხოლო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები ძალიან მწირია ან საერთოდ არ არსებობს.


რაც შეეხება თავად, ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ის ქუთაისში 2015 წლის 1-ელ ოქტომბრიდან მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up