გინდა, შენს სტუმრებზე შთაბეჭდილება მოახდინო? SoStereo წვეულებისთვის უჩვეულო ხრიკს გვთავაზობს. ღვინო, რომელსაც ისინი დღესასწაულებზე აგზავნიდნენ, მუსიკაზე იყო დაფუძნებული. იმ რწმენით, რომ მუსიკა ყველაფერს უკეთესად აქცევს, მთავარი დეტალი ღვინის გემოს, მუსიკითა და მისი ვიბრაციებით, შეცვლაა.
SoStereo, ბრენდებს შესაბამისი მუსიკის პოვნაში ეხმარება, ახლა კი ხმასა და ხარისხს შორის უამრავი ძლიერი კავშირის წარმოჩენას ისახავს მიზნად. ღვინის შენახვა მის გემოზე გავლენას ახდენს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ვიბრაცია მას მთლიანად ცვლის.
ექსპერიმენტის მთავარი გასაღები სიმღერის შერჩევა იყო. SoStereo-მ დუეტთან Wolves ითანამშრომლა, რომლის მუსიკა ჩიკაგოსა და კალიფორნიის ფესვების ჟანრების ნაზავია.
რეკლამაში ნაჩვენებია Wolves-ის კონცერტი. დინამიკებზე ღვინის ბოთლები დევს, რათა ღვინომ არჩეული სიმღერის ვიბრაციები კარგად შეიწოვოს. იმისთვის, რომ ღვინის უფრო მძაფრი გემო მიეღოთ, საჭირო ვიბრაციები უნდა შეექმნათ, ამიტომ გუნდს ღვინისთვის უფრო ენერგიული და მხიარული სიმღერა სჭირდებოდა. Chevrolet-ის, Masterclass-ისა და Target-ის რეკლამებზე მუშაობისას, SoStereo-მ Wolves-თან ითანამშრომლა და დანამდვილებით, იცოდა, რომ მათ სრულყოფილი ხმა ექნებოდათ. იცოდნენ, რომ მარკ ეივერის მხიარული შესრულების სტილი ღვინოსთან შესანიშნავად იქნებოდა შერწყმული.
ვინტაჟური დიზაინით შთაგონებული ღვინის ბოთლები სახლში შეიქმნა. წარმოადგენს კლასიკური ფერის სქემებს და შეიცავს უნიკალურ QR კოდს. ამჟამად ეს გამოშვება SoStereo-ს არსებული კლიენტებისთვისაა.
ღვინის ყოველ გამოშვებას განსხვავებული სტილი ექნება. SoStereo-ს კამპანიის გაფართოება კი მოიცავს ღვინის დაძველებასა და ფლეილისტებთან შერწყმას.
წყარო: marketer.ge