Sotheby's აუქციონზე მსოფლიოს უდიდეს ლალის ქვა გაიყიდება, ნათქვამია FURA Gems-ის პრესრელიზში. ძვირფასი ქვა Estrela de Fura 55,22 კარატს იწონის და 30 მილიონ დოლარზე მეტადაა შეფასებული. აუქციონის სახლმა ის ოთხშაბათს წარადგინა ჰონგ კონგში, ხოლო აუქციონზე გასაყიდად 8 ივნისს ნიუ-იორკში წარმოადგენენ.
ჭრამდე ქვა 101 კარატს იწონიდა და მსოფლიოში ყველაზე დიდი ძვირფასი ლალი იყო.
ამ დროისთვის ფასის რეკორდი Sunrise Ruby-ს ეკუთვნის, რომელიც Sotheby's-ის აუქციონზე 2015 წელს 30,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ Sotheby's აუქციონზე მხოლოდ ორი ლალის ქვა გაიყიდა 15 მილიონ დოლარზე მეტად.