ჰონგ-კონგში გამართულ Sotheby's აუქციონზე მკაფიო ცისფერი შეფერილობის ბრილიანტი გამოიტანეს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრილიანტი 450,9 მლნ ჰონგ-კონგურ დოლარად (57,5 მლნ აშშ დოლარი) გაიყიდა.
სააგენტოს ცნობით 15,1-კარატიანი (3,03 გრამი) ცისფერი ბრილიანტი გახლავთ ამ ზომის ყველაზე დიდი ბრილიანტი, რომელიც ოდესმე გამოუტანიათ გასაყიდად. მას ეწოდა The De Beers Blue.
39,3-კარატიანი ალმასი, რომლისგანაც მიიღეს ეს ბრილიანტი, 2021 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქულინანის შახტაში მოიპოვეს. ივლისში ის ალმასის მომპოვებელმა კომპანიამ Petra Diamonds 40 მლნ დოლარად მიჰყიდა კომპანიას De Beers.
ქულინანის შახტა ცნობილია იმით, რომ სწორედ აქ 1905 წელს მოიპოვეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ალმასი, რომლის ზომა 3106 კარატია და მას ეწოდა „ქულინანი - აფრიკის ვარსკვლავი“. ამ პარტიიდან 7 ყველაზე დიდი ზომის ალმასი „ქულინან 1“ კი ბრიტანეთის სამეფო გვირგვინს ამშვენებს და ის ლონდონის თაუერში ინახება.