სოხუმის აეროპორტი 2024 წელს გაიხსნება

სოხუმის აეროპორტი 2024 წელს გაიხსნება

access_time2022-07-13 18:00:34

სოხუმის აეროპორტი 2024 წელს გაიხსნება. 6000-ზე მეტი სიმაღლის ფრენებს რუსები დონის როსტოვის სადისპეჩეროდან გააკონტროლებენ.

 

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სოხუმის აეროპორტის გახსნა 2024 წლისთვის დააანონსა. ამის შესახებ ბჟანიამ ბაშკირეთში ყოფნის დროს განაცხადა, რასაც რუსული „ტასი“ ავრცელებს.

 

მისი თქმით, „სოხუმის აეროპორტის ამოქმედებისთვის უკვე გამოინახა ინვესტორი, რომელიც რუსულ კაპიტალსა და ინვესტიციებს უკავშირდება.“

 

აღსანიშნავია, რომ 1-ელ ივლისს სოხუმის აეროპორტი, ასლან ბჟანიასთან ერთად, აფხაზეთში საგანგებოდ ჩასულმა რუსეთის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობის საკითხებში, იგორ მასლოვმა მოინახულა. „აფსნიპრესის“ ცნობით, ბჟანია-მასლოვმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის ე.წ. საგზაო რუკა განიხილეს.

 

აეროპორტის ე.წ. დირექტორის, ვიაჩესლავ ეშბას ცნობით, „მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები და დიზაინერები ძველი ასაფრენი ბილიკის საფარს იკვლევენ, თუ რამდენად არის შესაძლებელი მისი გამოყენება საწყის ეტაპზე, ძირითადი შეკეთების გარეშე. აეროპორტს 3640 მეტრის დიდი ზოლი, ორი მთავარი და ხუთი მოსახვევი ბილიკი აქვს.


 

„2008 წელს აქ 100-ზე მეტი „ილ-76“-ის თვითმფრინავი დაეშვა და დაფარვა კარგი აღმოჩნდა,“ - აცხადებს ეშბა.

 

აქ ეშბა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს გულისხმობს, როცა 11 აგვისტოს, 15 წლის შემდეგ პირველად, აეროპორტში რამდენიმე ათეული რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი დაეშვა. რუსეთმა სოხუმის აეროპორტი მედესანტეებისა და სამხედრო აღჭურვილობის ათეულობით „ილ-76“-ით ტრანსპორტირებისთვის გამოიყენა. ამასთან, 2008 წლის 14 სექტემბერს 15 წლის განმავლობაში გაჩერებულ აეროპორტში პირველი სამოქალაქო თვითმფრინავი დაეშვა, რომლითაც სოხუმში სერგეი ლავროვი ჩაფრინდა.

 

ამჟამად დე ფაქტო მთავრობა რუსეთთან ამზადებს შეთანხმებას, 6 000 მეტრისა და მასზე ზემო საჰაერო სივრცის რუსეთისთვის ფრენების კონტროლის მიზნით გადასაცემად, რასაც დონის როსტოვის ცენტრი განახორციელებს. თავად აფხაზები საჰაერო მოძრაობას 6 000 მეტრზე ქვემოთ გააკონტროლებენ, რისთვისაც სადისპეჩერო უკვე მოაწყვეს და შესაბამისი ტექნიკა შეუკვეთეს. ამასთან, ვიაჩესლავ ეშბა ამბობს, რომ აფხაზურ მხარეს „საწვავისა და საპოხი მასალების ავზებიც გამზადებული აქვს, მოწესრიგდა სადრენაჟო სისტემა, ხოლო ელექტროენერგიისთვის ორი წყარო არსებობს.“

 

ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროსა და საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოსთან ერთად აფხაზები სპეციალისტების მოსამზადებელ სამოქმედო გეგმაზეც მუშაობენ. ეს ფრენების უზრუნველყოფის მთლიან პერსონალს და უშუალოდ პილოტებს შეეხება. აფხაზებმა რუსულ მხარეს სატრენინგე კანდიდატთა სია უკვე გადასცეს.

 

სოხუმიდან 18 კმ-ში, გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშარაში მდებარე აეროპორტი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გადაწყვეტილებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასრულების შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. საბჭოთა პერიოდში აეროპორტი ზაფხულის პერიოდში, დღეში 5000-მდე, ზამთარში კი 1000-მდე მგზავრს ემსახურებოდა. სოხუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგრძე 3,6 კმ-ია, რაც როგორც მთების, ისე ზღვის მხრიდან, თითქმის, ყველა ტიპის სამოქალაქო თვითმფრინავის მიღებას ხდის შესაძლებელს.

 

ICAO აეროპორტს აფხაზების მიერ „მონათლულ“ საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ICAO-მ 2006 წლის აგვისტოდან სოხუმის აეროპორტის კოდი გააუქმა და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო.


bpn.ge


თეგები:
სოხუმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up