სოხუმის მუზეუმში პაბლო პიკასოს თეფში დაბრუნდა

სოხუმის მუზეუმში პაბლო პიკასოს თეფში დაბრუნდა

access_time2023-02-11 18:00:13


პაბლო პიკასოს თეფში სოხუმის, დიმიტრი გულიას მუზეუმში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას Apsadgil.info მუზეუმის დირექტორზე სვეტლანა კორსაიას კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს. 




„პაბლო პიკასოს ფირფიტა, რომელიც დიმიტრი გულიას მუზეუმს ეკუთვნოდა, დაგვიბრუნეს. ჩვენ ის ფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს შესანახად გადავეცით, სადაც  ჩვენი სხვა  ძვირფასი ნივთები ინახება. ნამუშევრების შენახვის განაწესში ცვლილება შევტანეთ, რომლის  თანახმად ნამუშევრის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ კულტურის მინისტრის, მუზეუმის დირექტორის და მუზეუმის მთავარ კურატორის მონაწილეობით, მხოლოდ ერთ ადამიანს მისი ჩამოხსნის უფლება არ ექნება“, - აღნიშნა კორსაიამ.


 


პაბლო პიკასოს თეფში, ფრანგი მხატვრის ფერნანდ ლეჟეს ორ ნამუშევართან ერთად, მუზეუმს გულიას ახლო მეგობარმა, მწერალმა კონსტანტინე სიმონოვმა უბოძა.



2022 წლის ნოემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ფირფიტა დაიკარგა. როგორც მაშინ მუზეუმის დირექტორმა სვეტლანა კორსაიამ განაცხადა, 2021 წლის 25 თებერვალს, ექსპონატი ლეჟეს ორ ნახატთან ერთად აფხაზეთის ბანკის სარდაფიდან ამოიღეს და კულტურის ყოფილ მინისტრს გუდისა აგრბას გადაეცა. . მას შემდეგ ფირფიტის ბედი უცნობი იყო.




ექსპონატის დაკარგვის შესახებ შეტყობინების შემდეგ, აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შემოწმება დაიწყო. მოგვიანებით, კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა დაურ კოვემ განაცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისში ფირფიტა მოსკოვში გაგზავნეს ექსპერტიზაზე. თუმცა, როგორც კორსაიამ აღნიშნა, ექსპერტიზა არასოდეს ჩატარებულა, ექსპონატის საცავიდან ამოღების მიზანი უცნობია.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up