ილონ მასკის კომპანია Tesla ინდექსიდან S&P 500 ESG გარიცხეს. ამის შესახებ პორტალი investing.com სააგენტო RBC–ზე დაყრდნობით წერს.
საინდექსო პროვაიდერის აღმასრულებელმა დირექტორმა რამდენიმე პრობლემაზე მიანიშნა, რომლებმაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება განაპირობეს.
პრეტენზიების ნაწილი შეეხებოდა საკითხებს, თუ როგორ იძიებს ელექტრომობილების მწარმოებელი ავტოპილოტთან დაკავშირებული ავარიების საკითხს.