S&P-მა რუსეთის რეიტინგი “შერჩევითი დეფოლტის” დონემდე შეამცირა

S&P-მა რუსეთის რეიტინგი “შერჩევითი დეფოლტის” დონემდე შეამცირა

access_time2022-04-09 15:00:00

S&P-მა რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი „შერჩევითი დეფოლტის“ დონემდე შეამცირა. საერთასორისო სარეიტინგო კომპანიის განმარტებით, არსებობს “მზარდი რისკი”, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს ან არ სურს შეასრულოს ვალდებულებები საგარეო ვალის მფლობელების წინაშე.

ორგანიზაციის მტკიცებით, რუსეთი შეიძლება დადგეს პირველი სუვერენული საგარეო დეფოლტის წინაშე საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში დათანხმდა საერთაშორისო ობლიგაციების რუბლებში გამოსყიდვას, როდესაც გადახდა დოლარში უნდა განხორციელდეს.

რუსეთს 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დეფოლტი არ გამოუცხადებია.

S&P-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა გადაიხადა კუპონები და ძირითადი თანხები დოლარში დენომინირებულ ევროობლიგაციებზე რუბლებში.

სარეიტინგო სააგენტოს თქმით, სანქციები  “შეაფერხებს რუსეთის ტექნიკურ შესაძლებლობებს, შეასრულოს ვალდებულებები საგარეო მოვალეების წინაშე. 

ცნობისთვის, S&P ანიჭებს შერჩევით შერჩევითი დეფოლტის რეიტინგს, როდესაც თვლის, რომ მოვალე ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებებს კონკრეტული გამოცემის ან ვალდებულებების კლასის მიხედვით, მაგრამ გააგრძელებს გადახდის ვალდებულებების შესრულებას სხვა საკითხებზე ან ვალდებულებების კლასებზე დროულად.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას. 

უკრაინა რუსეთის ტერორისტ ქვეყნად გამოცხადებას ითხოვს და ჰააგის სასამართლოში ჩივის. სასამართლო პროცესი  დაიწყო, თუმცა პროცესზე არ გამოცხადდა რუსეთის წარმოემადგენელი, რადგა როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოემადგენელი მარია ზახაროვა ამბობს, სასამაღლოს ამ საკითხზე მსჯელობის ლეგიტიმაცია არ აქვს.

როგორც უკრაინის სახალხო დამცველი აცხდებს, სრული სიზუსტით გროვდება რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ყველა ფაქტი და უკრაინა მას სამხედრო ტრიბუნალამდე მიიტანს.

რუსეთს უკრაინაში შეჭრის და იქ საომარი მოქმდებების გამო სანქციები დაუწესა ლამის მთელმა მსოფლუიო, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა.


ქვეყანას ერთი მეორის მიყოლებით ტოვევენ უცხოური კომპანიები. ამის საპასუხოდ რუსეთი ამ კომპანიების რუსეთში არსებული ქონების მითვისებით, ნაციონალიზაციით, ანუ ექსპროპრიაციით,  იმუქრება.

რუსეთის საერთაშორისო რეზერვები გაყინულია.

რუბლის კურსზე ზეწოლის პრევენციისთვის ქვეყნის მთავრობამ რუსეთიდან ვალუტის გატანაზე ლიმიტი დააწესა, თუმცა უშედეგოდ.  თითქმის 90%-მდეა გაუფასურებული რუბლი.

რუსეთის  საფონდო ბირჟა 28 თებერვლიდან დახურულია და მისი  გახსნა ამ დრომდე ვერ ხერდხება.

რუსეთი ჩახსნილია გადახდის საერთაშორისო სისტემიდან „სვიფტიდან. რუსეთში შეწყდა  Visa-ს, Mastercarის, American Express-ის და JCB-ის და PayPal -ის საგადახდო ბარათების მუშაობა.

რუსეთმა გაზისა და ნავთობის ყიდვისას გადახდა რუსულ რუბლებში მოითხოვა, რაზეც ევროპისგან უარი მიიღო.

კანადამ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ემბარგო დაადო რუსულ ნავთობს, რითაც ქვეყანამ მილიარდობით შემოსავალი დაკარგა. რუსულ ენერგორესურსებზე უარს ამბობს ევროპაც. 

ფრენებს რუსეთის მიმართულებით აჩერებენ უცხური ავიაკომპანიები. თავად რუსული ავიაკომპანიებიც იძულებული არიან შეაჩერონ ყველა საერთასორისო ფრენა, რადგან სალიზინგო ხელშეკრულებების დარღვების გამო, მათ თვითმფრინავებს ინტენსიურად აყადაღებენ და იჭერენ.

სანქციების გამო რუსსი ოლიგარქების იახტებსაც აპატიმრებენ, აყადაღებენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების მეექვსე პაკეტს ამზადებს. მე-5 პაკეტი ოფიციალურად გუშინ მიიღეს, რომლის მიხედვით, რუსეთიდან ენერგეტიკული რესურსის იმპორტი პირველად აიკრძალა. ევროკავშირი რუსული ნახშირის იმპორტის ყველა ფორმას კრძალავს. ნახშირის იმპორტი სრულად აგვისტოდან აიკრძალება, თუმცა დღეიდან ახალი კონტრაქტების გაფორმება შეუძლებელი ხდება. ევროკომისიის დთვლით, მხოლოდ ქვანახშირის აკრძალვით, რუსეთი წელიწადში 8 მილიარდ ევროს დაკარგავს.  ნახშირის გარდა, ევროკავშირის ახალი სანქციები კრძალავს რუსეთიდან მრავალი სხვა საქონლისა და პროდუქტის იმპორტს, მათ შორის ხის, რეზინის, ცემენტის, სასუქების, მაღალი ხარისხის ზღვის პროდუქტების (როგორიცაა ხიზილალა) და ალკოჰოლური სასმელების (როგორიცაა არაყი), რაც, ჯამში, რუსეთს დამატებით  5,5 მილიარდი ევროს შემოსავალს დააკარგვინებს.  შეზღუდა რუსეთში რამდენიმე პროდუქტის ექსპორტიც, მათ შორის, თვითმფრინავის საწვავი, კვანტური კომპიუტერები, ნახევარგამტარები, მაღალი კლასის ელექტრონიკა და პროგრამები, ასევე, სატრანსპორტო აღჭურვილობა. აქედან, ევროკავშირის დატლით,  რუსეთის შემოსავალი წელიწადში 10 მილიარდი ევროთი შემცირდება.  სანქციების ახალი პაკეტი  გულისხმობს აგრეთვე  ოთხ რუსულ ბანკთან, მათ შორის, VTB ბანკთან ტრანზაქციების სრულ აკრძალვას, ევროკავშირში მომუშავე რუსი და ბელარუსული სატვირთო გზების ოპერატორებისა და ევროკავშირში შესყიდვების ხელშეკრულებებში რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების მონაწილეობის სრულ აკრძალვას. ევროკომისიის შეფასებით, მიღებული ზომები ევროკავშირში რუსული გემებისა და სატვირთოს შესვლას ზღუდავს, რაც კიდევ უფრო შეაფერხებს ვაჭრობას. სანქციებისთვის გვერდის ავლის პრევენციისთვის  ახალი პაკეტით გაფართოვდა კრიპტოვალუტების გამოყენებასთან დაკავშირებული აკრძალვები. ახალი სანქციების პაკეტის ფარგლებში კიდევ 217 ადამიანი დაემატა ევროკავშირის შავ სიას, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირში მათი აქტივები გაიყინება და ისინი დაექვემდებარებიან ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას. ჯამში ევროკავშირის მიერ სანქცირებული ადამიანების რაოდენობა 900-მდე გაიზარდა.   ბლოკი განიხილავს დამატებით სანქციების დაწესებას, მათ შორის, ნავთობის იმპორტთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

რუსეთის ენერგეტიკულ იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება  ევროკავშირის უმთავრეს პრიორიტეტად სახელდება.

მოკლედ, რუსეთი სრულ ფინანსურ იზოლაციასა და სრულ ეკონომიკურ ბლოკადაშია მოქცეული. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები მას დეფოლტს უწინასწარმეტყველებენ.

დეფოლტის გამოცხადება ნიშნავს, რომ ისინი ვალებს ვერ მოემსახურებიან, შესაბამისად მეორე მხარე დაიწყებს მათი აქტივების დაყადაღებას და ჩამორთმევას შემდგომი გაყიდვის და ვალის ამოღების მიზნით. ეს პროცესი წლობით გრძელდება და ამ დროს ასეთ ეკონომიკას, როგორც წესი,  არავინ ეკარება, არც ინვესტორი, არც ექსპორტიორი, არც ბანკი და ა.შ.  მინიმუმ მომდევნო 10 წელი და შეიძლება მეტიც, რუსეთი დარჩება  იზოლაციაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ესაა ეკონომიკური ფსკერი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up