Space International გლობალურ ტექ საკონსულატაციო კომპანიას - Thoughtworks დაუპარტნიორდა

Space International გლობალურ ტექ საკონსულატაციო კომპანიას - Thoughtworks დაუპარტნიორდა

access_time2023-01-05 15:09:20


თიბისი ჯგუფის შვილობილი Space International გლობალურ ტექ საკონსულატაციო კომპანიას - Thoughtwokrs დაუპარტნიორდა. ეს Thoughtworks -ის პირველი პროექტია კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში. პარტნიორობის ფარგლებში Thoughtworks პირველ ქართულ საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოილოგიურ კომპანიას - Space International-ს ტექ ტრანსფორმაციაში, განახლებული საინჟინრო კულტურის დანერგვასა და ტექნიკური არქიტექტურის გაძლიერებაში დაეხმარება.

Space International რეკორდულად გაიზარდა ბოლო 3 წლის განმავლობაში, რამაც აუცილებელი გახადა პლატფორმის ტექნიკური დახვეწა და გაძლიერება. საქართველოში წარმატებული სტარტის შემდეგ, Space უზბეკეთში - თიბისი უზბეკეთის ბრენდით დაიწყო ოპერირება და დღეს 3 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. პარტნიორობის მთავარი ამოცანა Space International-ს გუნდთან ერთად ტექ stack-ის მოდერნიზაცია, სამუშაო პროცესებში ახალი მიდგომების დანერგვა და უახლესი ხელსაწყოებისა და საუკეთესო პრაქტიკების გამოყენება იქნება და ხელს შეუწყობს Space International-ის გაზრდას და ტექნოლოგიურ განვითარებას.

Thoughtworks-ის და Space International-ის პარტნიორობა ინტენსიური შერჩევის და შეთახმების პროცესი იყო, რადგან ორივე მხარისთვის ეს სტრატეგიული ნაბიჯი აღმოჩნდა - Space International-ისთვის ახალი ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა, ხოლო გლობალური ტექ საკონსულტაციო კომპანიისთვის პირველი პროექტი კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში.


"Thoughtworks 25 წელზე მეტია, 18 სხვადასხვა ქვეყანაშია და გლობალურ, ყველასთვის კარგად ნაცნობ კომპანიებს ემსახურება - მათი მთავარი ღირებულება მოქნილობაა. რეალური პრობლემების აღმოჩენა, პრაქტიკული გადაწყვეტების დანერგვა და გუნდის ყველა საჭირო უნარით და ხელსაწყოთი შიარაღება მთავარი კრიტერიუმი იყო ჩვენთვის, იმისთვის რომ პროექტის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად გავაგრძელოთ ინოვაციური განვითარება და სწრაფი ზრდა. გვეამაყება, რომ thoughtworks-მა Space International შეარჩია რეგიონში პირველ პარტნიორად" - ნიკა ქურდიანი, Space International-ის გენერალური დირექტორი.

"Space International-ისთვის thoughtworks-ის მსგავს გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიასთან მუშაობა გარდამტეხი მომენტია, ეს დაგვეხმარება კიდევ უფრო მქონილი ტექნიკური გარემოს შექმნაში, ხოლო ჩვენს გუნდს შესაძლებლობას მისცემს ისწავლონ და გამოცდილება გაიზიარონ Thoughtworks-ის მსოფლიო კლასის პროფესიონალებისგან"- ამბობს გიორგი ჟორჟოლიანი Space International-ს მოდერნიზაციის პროექტის ხელმძღვანელი.

"ჩვენ, Thoughtworks-ს, გვიხარია Space International-თან პარტნიორობა, რადგან მათ აქვთ ერთიანი, ჰოლისტიკური მიდგომა აპლიკაციის, არქიტექტურის და საინჟინრო კულტურის ტრანსოფრმაციის მიმართ - ეს კომპანიას შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო მოქნილები გახდნენ, განვითარდნენ და აჰყვნენ მოხმრებლის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს და გაამართლონ მათი მოლოდინები" - ამბობს Frank Pototzki, Thougtworks-ის სტარტეგიული ბიზნეს განვითარების დირექტორი.

Space International თიბისი ჯგუფის პირველი საერთაშორისო ქართული ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2019 წელს დაფუძნდა და მალევე, ქვეყნის საზღავრებს გასცდა. დღეს მის ბაზაზე აწყობილი კომპანიები საქართველოში და უზბეკეთში (TBC UZ) ოპერირებს. ჯამურად, კომპანიას 3 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, ამათგან ორი მილიონზე მეტი - უზბეკეთში.

უზბეკეთის ბაზარზე, ისევე, როგორც საქართველოში, კომპანია მომხმარებლებს სრულად ახალ, ტექნოლოგიურად დახვეწილ, თანამედროვე და გამჭვირვალე სერვისს სთავაზობს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტივ, საბანკო გამოცდილებას. Space International თიბისი ჯგუფს შესაძლებლობას აძლევეს საერთაშორისო ბაზარზე გაიტანოს ის მსოფლიო კლასის საბანკო გამოცდილება, რასაც საქართველოში 30 წელია ქმნის.



თეგები:
Tbc



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up