2022 წელს კომპანია SpaceX მთვარეზე თანამგზავრს Doge-1 გაუშვებს, მისიის ხარჯები კი კრიპტოვალუტა Dogecoin-ით იქნება გადახდილი. ამის შესახებ Twitter-ზე კომპანიის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა დაწერა.
„პირველი კრიპტოვალუტა კოსმოსში. პირველი მიმი კოსმოსში“, - დაწერა მასკმა.
თანამგზავრი Doge-1 კანადურ კომპანია Geometric Energy Corporation-ს ეკუთვნის. აპარატს ორბიტაზე რაკეტა Falcon 9 მომავალი წლის პირველ კვარტალში გაიყვანს.
„ეს მისია კრიპტოვალუტის დედამიწის ორბიტის ფარგლებს გარეთ გამოყენების დემონსტრაცია იქნება და პლანეტთაშორისო ვაჭრობას ჩაუყრის საფუძველს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
2021 წლის დასაწყისიდან Reddit-ის მომხმარებლები ატარებდნენ ფლეშმობს To the Moon („მთვარისკენ“). მათი მიზანი კრიპტოვალუტის მთვარეზე გაგზავნა და მისი ღირებულების ერთ დოლარამდე გაზრდა იყო.
ფლეშმობს მხარი ილონ მასკმა დაუჭირა. მან Dogecoin-ის შესახებ რამდენიმე ტვიტი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ვალუტის ღირებულება გაიზარდა.
imedinews.ge