კომპანიამ SpaceX-მა ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან კოსმოსში გაუშვა რაკეტა Falcon 9 ხომალდით Crew Dragon, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ისტორიაში პირველი სრულიად კერძო პირებისგან დაკომპლექტებული ასტრონავტების გუნდი უნდა მიიყვანოს.
გუნდს ხელმძღვანელობს NASA-ს ყოფილი კოსმონავტი მაიკლ ლოპეს-ალეგრია კომპანიიდან Axiom, მასში ასევე არის სამი ბიზნესმენი - ლარი ქონერი Connor Group-დან, Mavrik Corp-ის დამფუძნებელი მარკ პატი და ეიტან სტიბე კომპანიიდან Vital Capital. თითოეულმა ამ ბიზნესმენმა ამ გაფრენაში 55 მლნ დოლარი გადაიხადა.
ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკვე დღეს, 9 აპრილს მივლენ, ხოლო დედამიწაზე 19 აპრილს დაბრუნდებიან.
გაშვება ერთობლივად განახორციელეს NASA-მ და Axiom Space-მა.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"