SpaceX, Netflix და Boeing იმ კომპანიებს შორის, რომლებიც აშშ-ს "ყველაზე დიდ" ბიზნეს მისიას მომავალ კვირას ვიეტნამში შეუერთდებიან, რომლის მიზანი ამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის განვითარებად ქვეყანაში ინვესტიციების და გაყიდვების შესაძლებლობებია.
Reuters-ის ცნობით მისიას ვეტნამში, თავდაცვის, ფარმაცევტულ, ტექნოლოგიურ და სხვა სფეროებში მოწინავე 50-ზე მეტი კომპანია შეუერთდება. პროექტი აშშ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას (ASEAN) შორის არსებული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით განხორციელდება.
აშშ-ჩინეთის სავაჭრო უთანხმოებების ფონზე დასავლეთისთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია, რომ გლობალური საწარმოო ინტერესები ჩინეთიდან სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, ვიეტნამში გადაიტანოს. სამომხმარებლო ბაზარი ვიეტნამში, რომლის მოსახლეობაც 100 მილიონი ადამიანია, სწრაფად იზრდება. ამასთან, ფართოვდება ქვეყნის საშუალო ფენაც.
“ეს არის ყველა დროის უდიდესი მისია ვიეტნამში” - განაცხადა ვუ ტუ ტანჰმა, აშშ-სა და ASEAN-ის შორის არსებული ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელმა ვიეტნამში. აღნიშნული ორგანიზაცია ამ ღონისძიებებს სამი ათწლეულის განმავლობაში აწყობდა.
ამერიკული სტრიმინგის გიგანტი Netflix ჯერ კიდევ გასულ თვეს აცხადებდა, რომ იგი ვიეტნამში ოფისის გახსნას აპირებს. ამჟამად Netflix-ის მხრიდან დამატებითი კომენტარები არ კეთდება.
როგორც reuter -ს ტანჰმა განუცხადა საჰაერო კოსმოსური მწარმოებლები Boeing (BA.N), Lockheed Martin (LMT.N) და Bell (TXT.N) შეხვედრებს ვიეტნამის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავდაცვის შესყიდვების კომპანიებთან გამართავენ , მისივე თქმით ეს ბოლო ათწლეულების მანძილზე პირველი შემთხვევაა, როდესაც უსაფრთხოების კომპანიებმა ვიეტნამში აღნიშნულ მისიაზე შეერთება გადაწყვიტეს.
„ვერტმფრენები არის ერთ-ერთი რამ, რასაც კომპანიები იმედოვნებენ, რომ მიყიდიან ვიეტნამელებს“, - თქვა ტანჰმა, თუმცა მან გააფრთხილა, რომ თავდაცვის გარიგებების დასრულებას დრო დასჭირდა და დაუყოვნებლივ გარღვევა არ იყო მოსალოდნელი.
ბიზნეს-მისიის ფარგლებში წარმოდგენილნი იქნებიან სხვა კომპანიებიც: ფარმაცევტული გიგანტი Pfizer და Johnson & Johnson, სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი Abbott, ფინანსური ფირმები Visa და Citibank, ასევე Meta, Amazon და სხვა.