სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფანი იქმნება

სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფანი იქმნება

access_time2022-02-06 23:00:41

ირანი აზერბაიჯანთან კონსულტაციებს აწარმოებს სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მეჰდი საფარიმ განაცხადა.

მოლაპარაკებები სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის შესახებ შეთანხმებაზე ირანს, აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის მიმდინარეობს. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი აპრილ-მაისში სოფიაში იგეგმება, როდესაც ხელშეკრულების ტექსტი მზად იქნება ხელმოწერისთვის.

„არაფორმალური მზადება მიმდინარეობს შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების ელჩებთან თეირანში და სხვა შესაბამის დედაქალაქებში, ასე რომ, ღვთის ნებით, მალე ვიხილავთ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის გაჩენას სხვადასხვა მარშრუტით, რათა ხელი შეუწყოს რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობას“, – ამბობს მინისტრი და ხაზს უსვამს, რომ  „ახლახან აზერბაიჯანთან და საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა საპილოტე პროგრამა ირანიდან შავ ზღვაში ტვირთების გადატანის მიზნით“.

ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ირანის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სპარსეთის ყურეს შავ ზღვასთან დააკავშირებს, სატესტო რეჟიმში 2021 წლის დეკემბერში ამოქმედდა. სატრანზიტო მარშრუტის ფარგლებში, საპილოტე ტვირთები იგზავნება ირანიდან ოთხი თვის განმავლობაში, რათა ირანული საქონელი მიეწოდოს აზერბაიჯანს ასტარას საზღვრის გავლით, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შავი ზღვის, საქართველოს პორტების გავლით.




სარკინიგზო საკითხების სპეციალისტი, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი, დავით გოჩავა, მიიჩნევს, რომ ახალი სატრანსპორტო დერეფანი „სპარსეთის ყურე - შავი ზღვა“ იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დერეფანი „აბრეშუმის გზაზე“. მისი აზრით, დერეფნის ფუნქციონირებისთვის, მისი მონაწილე ქვეყნებიდან უმთავრესი მაინც ირანის და საქართველოს პორტებია.

"ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შანსი მაღალია - გარკვეული სანქციები ირანის მიმართ უკვე მოხსნა ბაიდენმა და ირანი, არაა გამორიცხული, მთლიანად გათავისუფლდეს სანქციებისაგან. ამას თუ დავუმატებთ ჩინეთთან 25-წლიან შეთანხმებას, ირანი ცოტა ხანში გახდება „აბრეშუმის გზის“ საყრდენი ქვეყანა. მას დასჭირდება შეუფერხებელი და ეფექტური კავშირი კონსტანცას პორტთან რუმინეთში, ვარნასთნ ბულგარეთში, ნიკოლაევის, ოდესის და ილიჩევსკის პორტებთან - უკრაინაში, რაც გამორიცხულია ფოთის და ბათუმის პორტების გარეშე. მაშასადამე, საქართველო სრულფასოვანი მოთამაშე რომ გახდეს „აბრეშუმის გზაზე“, ფოთის და ბათუმის პორტები ეფექტიანი და ეკონომიური სანაოსნო რეისებით უნდა დაუკავშირდეს ამ პორტებს შავი ზღვის აუზში. ეს არის სატრანსპორტო დერეფნის „სპარსეთის ყურე - შავი ზღვა“ შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფის უმთავრესი პირობა ერთ მხარეს. მეორე მხარე კი შემდეგში მდგომარეობს: ფოთი და ბათუმი ეფექტიანი და ეკონომიური, უკვე, სახმელეთო მარშრუტებით უნდა დაუკავშირდეს ირანის პორტებს ბენდერ-აბასი და ჩეჰბეჰარი. აღნიშნულ პორტებზე გადის მნიშვნელოვანი მაკავშირებელი სანაოსნო მარშრუტები, რომელიც ემსახურება მოცულობის მხრივ მსოფლიოს უდიდეს გადასაცლელ პორტებს, მათ შორის ჯებელ-ალის პორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. როგორც კი ეს სახმელეთო კავშირები დამყარდება, ჩათვალეთ რომ საქართველოზე გაივლის ცენტრალური აზიის იმ ქვეყნების უმოკლესი გზა ევროპისაკენ, რომლებსაც არ აქვთ გასასვლელი ღია ზღვაში - ავღანეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი," - განუცხადა დავით გოჩავამ "კომერსანტს".

ყველაზე საინტერესო კი ექსპერტისთვის ისაა, რომ საქართველოს მოუწევს არა მხოლოდ ფიზიკური დაკავშირებულობის უზრუნველყოფა ამ დერეფანში, არამედ ორი სისტემის - თავისუფალი ბაზრის და ავტორიტარული, ზოგჯერ, მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ან სულაც ოლიგარქიული ეკონომიკების - ერთმანეთთნ შეკავშირება.


"აღნიშნული ფუნქციის შესრულება კი ისეთი რამ არის, რომელიც საეჭვოა სხვა რომელიმე ქვეყანამ სრულფასოვნად შეძლოს, თუ შეძლო საერთოდ," - ამბობს ექსპერტი.


P.S. მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომერსანტი დიდი ხანია მკითხველისა და მსმენელისთვის ამზადებს და მომავალშიც მოამზადებს საინტერესო მასალებს ლოგისტიკაზე, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობაზე, სარკინიგზო პრობლემებზე, სახმელეთო გადაზიდვებზე. სტატიები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:


რა შემთხვევაში გახდება საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკაში ანგარიშგასაწევი მოთამაშე


ორი შეცდომა, რომელიც საქართველოს მრავალმხრივ აზარალებს

რა აქცევს საქართველოს უკონკურენტო მოთამაშედ გადაზიდვებში

რამდენად მიჰყვება საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკურ ტენდენციებს

რა დანაკლისია საქართველოსთვის ანაკლიის პორტის არქონა

საქართველოს საპორტო მოსაკრებლები, არაკონკურენტულად ფასდება, ანუ, ექსპერტების მტკიცებით,   საქართველოს ნავსადგურების მომსახურება ძვირია.

სპეციალისტების მტკიცებითვე, არც ერთ სფეროში ისე არ ვართ დამოკიდებული რუსეთზე, როგორ რკინიგზაში.

რატომ ხდება, რომ სატრანზიტო ნაკადების მოზიდვა და გატარება საქართველოში წამგებიანია მაშინ, როცა მსოფლიო პრაქტიკით ის ერთ-ერთ მაღალშემოსავლიანი სექტორია.

რით აზარალებს საქართველოს ლოგისტიკური სტრატეგიის არქონა

რამდენად სამართლიანია საქართველოში გზით სარგებლობის გადასახადი

რატომ არის ამ დრომდე დაკონსერვებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ 200 წელს დაიწყო. 

მთავრობა საქართველოს სატრანზიტო რესურსის მინიმუმსაც არ ითვისებს.

ექსპერტები შუა დერეფანში საქართველოს შეუცვლელ და უალტერნატივო როლზე საუბრობენ შემდეგი არგუმენტითშუა დერეფანში ტვირთების გენერირებას ახდენს პეკინი, ხოლო ტვირთების გადაცემას ევროპის კავშირში უზრუნველყოფს თბილისი. რამდენიც არ უნდა ეცადონ ზემოთ ჩამოთვლილი დედაქალაქების წარმომადგენლები სიტუაციის შეცვლას, ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის, მით უმეტეს - მოსკოვი.



ავტორი: ბელა გელაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up