„სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ცენტრები“ - მითი თუ რეალობა? პოპულიზმი თუ ეკონომიკური სასწაული? რას ვნახავთ ისეთს, რაც ჯერ არ გვინახავს?!

„სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ცენტრები“ - მითი თუ რეალობა? პოპულიზმი თუ ეკონომიკური სასწაული? რას ვნახავთ ისეთს, რაც ჯერ არ გვინახავს?!

access_time2022-02-03 12:55:48

ეჭვგარეშეა, რომ ვაჭრობისა და ინვესტიციების გლობალური პოლიტიკის კლიმატი არ არის ისეთივე კეთილგანწყობილი, როგორც ეს იყო Covid-19-ის პერიოდამდე. ერთის მხრივ, „პოსტ კოვიდური“ გლობალური ეკონომიკური ტენდეციები, მულტინაციონალური კომპანიების რელოკაციის მცდელობა ანუ „ახალი თავშესაფრების“ ძიება და მეორეს მხრივ, ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის აუცილებლობა ინდუსტრიალიზაციის მხარდასაჭერად, ეკონომიკის დივერსიფიკაცია და სტრუქტურული ტრანსფორმაციის საჭიროება ისეთივე დიდია განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორც არასდროს. შედეგად სტატუს-ქვო კვლავ ტოვებს საქართველოს პროცესში იმ ოპტიმიზმით რომ იყოს „მოწინავე სახელმწიფო შესაძლებლობებით ხელში, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნა Covid-19-მა“.


„გვახსოვდეს სასწაულები ხდება იქ, სადაც მათი ყველაზე მეტად სჯერათ“. ასეც მოხდა, არ დავაყოვნეთ და 2022 წელი საქართველოს მთავრობამ „ეკონომიკური სასწაულის“ დაანონსებით დაიწყო. 


„თბილისი და გონიო გახდება რეგიონის ფინანსური ცენტრები, სადაც მოეწყობა „სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები“ და აღნიშნული ზონები უზრუნველყოფენ ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას, ტექნოლოგიების განვითარებას, დარგობრივი ცოდნისა და განათლების გაღრმავებას“. 


თითქოს არაფერი განსაკუთრებული ამ პერეფრაზში, რომ არა ფორმის უცვლელი მოდუსი და საზოგადოების განწყობილებების ნირი. 


კერძოდ, ბოლო ორი დეკადაა არც ფორმა შეცვლილა და არც შინაარსი, ალბათ იმიტომ რომ უცხოური კაპიტალის ქონა, დასაქმების მაჩვენებელი, ცოდნა და განათლება იგივე ფაზას, პათოსს, ზომის წრესა და აღსრულებას წარმოადგენს. შედეგად ვერც წრე გავარღვიეთ, ვერც ფაზა გადავლახეთ და ვერც მათი აღსრულების სისწრაფე და ხარისხი შევცვლეთ. 


  • კრიტიკა მარტივია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამგვარი სიმარტივე ყველაზე ღირებულია. 

  • ალტერნატიული ხედვის ქონა რთულია, მაგრამ მისი მოსმენა და გათვალისწინება ძალიან ღირებული. 


დღევანდელი საქართველოს „სოციო-ეკონომიკური პოლიტიკის“ შეცდომა მის „ვიწრო არჩევანსა“ და არა „მრავალმხრივ კავშირებშია“.


  • იდეა თუ აღსრულება?  ფორმა თუ შინაარსი? პოპულიზმი თუ საქმე? სტაბილურობა თუ რისკი? ემოცია თუ თანმიმდევრულობა? რეაქტიულობა თუ ხარისხი? ინტელექტი თუ შრომისმოყვარეობა? შეზღუდვა თუ შესაძლებლობა? მოტივაცია თუ პრაგმატულობა? ლოგიკურობა თუ რწმენა? ინდივიდუალური თუ ჯგუფური? ენთუზიაზმი თუ შიში? ოცნება თუ რეალობა? დღეს თუ ხვალ? გამარჯვება თუ დამარცხება? ეკონომიკა თუ პოლიტიკა? კავშირი თუ არჩევანი? 


შესაძლებელია თუ არა „ეკონომიკური სასწაულები“ ? 


ალბათ კი, - სადაც უზრუნველყოფილია ღირებულებითი და „მრავალმხრივი კავშირები“ ანუ მყარი ბალანსი. 


ალბათ არა, - სადაც გრძელდება „ვიწრო არჩევანის“ პოლიტიკა ანუ დისბალანსი. 



დაანონსებული ზონები არაახალია, მსოფლიო დღეს, 147 ეკონომიკაში 5,000-ზე მეტ სპეციალურ ეკონომიკურ ზონებს აერთიანებს და მათი კლასიფიკაცია და სახელწოდება ეკონომიკური პროფილის და შინაარსის მიხედვით განისაზღვრება. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ ჩატარებული უკანასკნელი მასშტაბური კვლევის მიხედვით, პოლიტიკის განმსაზღვრელებში (policy makers) „სპეციალური ეკონომიკური ზონები“, როგორც ინსტრუმენტი „ეკონომიკური სასწაულის“ კვლავ ჭარბი პოპულარობით სარგებლობს. 


სპეციალური ეკონომიკური ზონა არის ქვეყნის მიერ შექმნილი ე.წ. ეკონომიკური ანკლავის სტატუსის მქონე ტერიტორია, სადაც ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისგან განსხვავებით ფინანსურ, სამართლებრივ და საგადასადახადო საკითხებზე მოქმედებს სპეციალური შეღავათები და სხვადასხვა ტიპის „სტიმულუსები“. 2000 წლებიდან მოყოლებული თითქმის 70%-ით გაიზარდა სპეციალური ეკონომიკური ზონებისთვის შექმნილი სამართლებრივი ნორმების (ე.წ. „სამართლებირივი ჩარჩოს“ ანუ თამაშის წესების) რაოდენობა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა განვითარებადი და გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკაზე (transition economy) მოდის. 


დღემდე განარჩევენ ზონის ორ ნაირსახეობას. ერთი არის ტერიტორიულ ნაწილზე დაფუძნებული,  ხოლო მეორე ეკონომიკურ სექტორზე მიბმული ზონები. ეს უკანასკნელი უგულებელყოფს ტერიტორიის ელემენტს, რადგან პრეფერენცირებას ახდენს სფეროსა და საქმიანობის მიხედვით.  დაწესებული შეღავათები ვრცელდება არა ტერიტორიის მიხედვით, არამედ ეკონომიკური სეგმენტისა და საქმიანობის შესაბამისად.


საქართველოში, კლასიკური გაგებით წარმოდგენილია მხოლოდ ე.წ. „პირველი - ტერიტორიულ მიდგომაზე დაფუძნებული ზონები“. რაც კონკრეტულ ტერიტორიას ანიჭებს სხვადასხვა შეღავათებს, სადაც მოიაზრება ლიბერალურ პოლიტიკაზე დაფუძნებული გარემო. კერძოდ, გამარტივებული სამართლებრივი და ფისკალური რეჟიმები, შეღავათიანი საგადასახადო, საბაჟო და შრომითი სამართლის ურთიერთობები. მაშინ, როდესაც განვითარებული ქვეყნები სპეციალურ ეკონომიკურ ზონებს რეგიონალური პოლიტიკის გატარებისა და ძალაუფლების გაძლიერების პრიზმაში განიხილავენ, განვითარებადი ქვეყნებისთვის ის წარმოადგენს თავისუფალი ბაზრის (ღია ეკონომიკის პრინციპების) დანერგვის პოლიგონს. ამას მოწმობს სტატისტიკურად ბოლო 20 წლის მანძილზე შექმნილი ზონების უმეტესობა.  


საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა „ზედმეტად კეთილია“ განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმების სიუხვით. წარმოდგენილი 10-მდე შეღავათიანი ან განსხვავებული დაგებეგვრის პირი გათანაბრებულია ე.წ. „მეორე სახეობის ზონებთან“. გამოსარჩევია, როგორც წარუმატებელი, ისე მეტ-ნაკლებად წარმატებული პრეფერენცირებული რეჟიმები. ამ უკანასკნელს უკავშირდება „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის“ მქონე პირები, სადაც პროექტის ინიცირების მომენტიდან შესამჩნევია საინვესტიციო პოლიტიკის და დარგობრივი მახასიათებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. თუმცა, არასაკმარისია როგორც განვითარების ტემპები, ისე პროცესებისა და ეტაპების დინამიკა. თუ იმ ფაქტებსაც გავითვალისწინებთ, რომ გასული 15 წლის მანძილზე არ განხორციელებულა არცერთი შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის მქონე ზონების ეფექტიანობის ანალიზი და ხელმისაწვდომი ინფორმაციის საიმედოობის ხარისხის დონე კრიტიკულად დაბალია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პრეფერენცირებული რეჟიმების უმრავლესობა საქართველოში არ პასუხობს იმ მიზნებსა და ამოცანებს, რაც ოდესღაც იყო განზრახული. 


“სპეცალური ეკონომიკური ზონების“ წარმატება მხოლოდ პოლიტიკის განსაზღვრის, პროგრამის განვითარებისა და შემუშავების, კონკურენტული უპირატესობების ან შესაძლებლობების იდენტიფიცირებით არ შემოიფარგლება. თუნდაც, ამის განმახორციელებელი იყოს საერთაშორისო და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია (Rothschild & Co). ზონების განვითარება საკმაოდ კომპლექსური და განგრძობითი პროცესია. საერთაშორისო კვლევების მიხედვით (UNCTAD), მსოფლიოში რეგისტრირებული ზონების მხოლოდ 13%-ია სრულად უტილიზირებული და მთავარ გამოწვევად რეგიონში გამძაფრებული კონკურენცია (გამოკითხული ზონების 47%), ინფრასტრუქტურის გაუმართაობა (43%)  და პროფილური ცოდნის ნაკლებობა (20%) მიიჩნევა .  


ნიშური ბაზრის ათვისების ამბიციით ახლად რეგისტრირებული ზონების უმეტესობა ფოკუსურებულია ისეთ ინდუსტრიებზე, როგორიცაა მაღალტექნოლოგიური (High–tech) სერვისები, მათ შორის ფინანსური ტექნოლოგიური მომსახურებები (Fintech), მაშინ როდესაც, ზონების ნაწილი კვლავ რჩება ორიენტირებული გარემოსდაცვით აქტივობებზე, მეცნიერების კომერციალიზაციაზე, რეგიონულ განვითარებასა თუ ურბანულ რეგენერაციაზე.


საქართველოში გაჟღერებულ „სპეციალურ საერთაშორისო ფინანსურ ზონებზე“  შინაარსობრივი დისკუსია ნაადრევია. კარს მომდგარმა კანონპროექტმა უნდა ცხადყოს ზონებთან მიმართებაში პოლიტიკის გადააზრება, მიგნებებისა და ცოდნის გათვალისწინება. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკის თუ ღონისძიების აღსრულების დონეზე „სპეციალური ეკონომიკური ზონების“, როგორც „ეკონომიკური სასწაულის“ ინსტრუმენტად მოხსენიება გადაჭარბებულია და მსოფლიოს მასშტაბით დღემდე განაგრძობენ ეკონომიკების ფლუსტრირებას.



პაატა შურღაია - ფინანსისტი - პერსონალური ბლოგი   












„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up