სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის შესახებ მიღებული კანონის გადავადება არ განიხილება - ბექა ფერაძე

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის შესახებ მიღებული კანონის გადავადება არ განიხილება - ბექა ფერაძე

access_time2023-02-13 22:00:45

გასული წლის დეკემბრის ბოლოს მიღებული დადგენილებით, შემცირდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი. მათ შორის აღარ გვხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ტექსტილის და ტექსტილის ნაწარმის, ტყავის, ტყავის ნაწარმისა, ფეხსაცმლის წარმოება, ქაღალდის მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები.

 

ეს გულისხმობს იმას, რომ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანები 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცევიან და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით მიიღებენ. ბიზნესი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მათ სირთულეს უქმნით, რადგან 2023 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი ჰქონდათ და კანონის გადავადებას მოითხოვენ.

 

შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე ბიზნესის წარმომადგენლებს კონსულტირებასა და ადაპტირებაში დახმარებას სთავაზობენ. რაც კანონის ამოქმედებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ბიზნესისთვის კონსულტაციების გაწევას გულისხმობს, რომ ისინი ახალ რეალობას მოერგონ და კანონთან ადაპტირდნენ. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის შესახებ მიღებული კანონის გადავადება კი არ განიხილება.

 

„თუ ბიზნესის არგუმენტი არის ის, რომ წლის ბოლოს იქნა კანონი მიღებული და დრო არ ჰქონდათ ცვლილებებისთვის, ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ პირველ სამ თვეს კონსულტირებასა და ადაპტირებას დავუთმობთ და ჩვენი მხრიდან, პრაქტიკულად, ღონისძიების გატარება არ მოხდება სხვა. პირიქით, კონსულტაციას გავუწევთ -  როგორ მოხდეს აღნიშნული დადგენილების პრაქტიკაში იმპლემენტაცია და ეტაპობრივად მათ მოუწევთ კადრებისთვის ან ანაზღაურების გაზრდა ან საკადრო ცვლილების განხორციელება. მაგრამ კანონის გადავადება არ განიხილება. როცა ჩვენ საუბარი გვაქვს, რომ 48-საათიანი სამუშო კვირა 40-საათამდე შემცირდა, ეს ნიშნავს, რომ 40 საათის ზემოთ, ზეგანაკვეთურად უნდა აუნაზღაურონ დასაქმებულს,“ - აცხადებს ბექა ფერაძე.


 

მისი თქმით, პირველ ეტაპზე ბიზნესისთვის სანქცირების მექანიზმს არ გამოიყენებენ.

 

„ლავირების საშუალება გვაქვს - ინსპექტირების პროცესში შეგვიძლია გამოვიყენოთ გაფრთხილება ან დაჯარიმება, მაგრამ თუ საჩივარია შემოსული და დარღვევის მასშტაბი დიდია, ინსპექტირების უფრო მძლავრ მექანიზმს გამოვიყენებთ, მაგრამ განსაკუთრებით პირველ ეტაპზე მზად ვართ, რომ კონსულტირებას და ცნობიერების ამაღლებას დავუთმოთ დრო“, - აცხადებს ბექა ფერაძე.

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up