სპეციფიკური სამუშაოების ნუსხა შემცირდა

სპეციფიკური სამუშაოების ნუსხა შემცირდა

access_time2023-02-14 09:30:32

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სპეციფიკური სამუშაოების ნუსხა შემცირდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, 48 საათიან სამუშაო გრაფიკს, მხოლოდ ის დარგები დაექვემდებარება, რომელთათვისაც აუცილებელია მუშაობის უწყვეტი ციკლი და ემსახურება საზოგადო სიკეთეს. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, სამუშაო დრო, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, რაც საერთაშორისოდ აღიარებული, ევროპული პრაქტიკაა.

 

40 საათზე მეტი ნამუშევარი საათები კი მთავრობის დადგენილებით ზეგანაკვეთურად ითვლება, რაც შესაბამისი წესით ანაზღაურებას ითვალისწინებს.

 

ცვლილების  მთავარი მიზანი დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაა.

 


ამ დრომდე  არსებული ნუსხა 48 საათიან სამუშაო გრაფიკს ითვალისწინებდა ისეთი დარგებისთვის, რომელთათვისაც წარმოების უწყვეტობა არ არის აუცილებელი პირობა მაგ: ტყავის წარმოება, მომსახურების სექტორი, ტრანსპორტი, ტექსტილის წარმოება და ა.შ. აღნიშნულ დარგებში დასაქმებულის  40-ზე მეტი სამუშაო დრო  ზეგანაკვეთურად არ ითვლებოდა, რის გამოც შესაბამისი ანაზღაურება არ გაიცემოდა. 

 

ცვლილებების მიზანია აღნიშნულ დარგებში დასაქმებული ადამიანებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და კანონით გათვალისწინებული სიკეთეების მათზე გავრცელება. ცვლილება ერთი მხრივ გააუმჯობესებს შრომის პირობებს ქვეყანაში, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს ახალი კადრების დასაქმებას. 

 

სპეციფიკური სამუშაოების ნუსხის ცვლილებების შესახებ კონსულტაციები სამმხრივ ფორმატში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ჩართულები იყვნენ როგორც ბიზნესის და დამსაქმებელთა წარმომადგენლები, ასევე პროფესიული კავშირის წევრები.

 

ახლად ამოქმედებული ცვლილებების შესახებ მორიგი შეხვედრა გაიმართა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან, სადაც მათ კიდევ ერთხელ გაეწიათ შესაბამისი კონსულტაციები აღნიშნულ საკითხზე. მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up