სპეციფიური ლიცენზიის მქონე ბანკების განვითარება ხელს შეუწყობს ახალი ინვესტორების მოზიდვას და კონკურენციის გაღრმავებას - ალექსანდრე ძნელაძე

სპეციფიური ლიცენზიის მქონე ბანკების განვითარება ხელს შეუწყობს ახალი ინვესტორების მოზიდვას და კონკურენციის გაღრმავებას - ალექსანდრე ძნელაძე

access_time2023-03-14 19:00:35

სპეციფიური ლიცენზიის მქონე ბანკების განვითარება ხელს შეუწყობს ახალი ინვესტორების მოზიდვას და კონკურენციის გაღრმავებას, — ამის შესახებ „კომერსანტთან“ საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ ციფრული ბანკის და მიკრობანკების ლიცენზიის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი ინოვაციური სერვისების შემოღება, როგორიც ციფრული ბანკია, ასევე მნიშვნელოვანია მიკრობანკების პროექტიც.



„დღეს უკვე გვაქვს ერთი ციფრული ბანკის ლიცენზია, უახლოეს მომავალში ველოდებით მიკრობანკების ლიცენზიას. ეს არის სიახლე, რადგან სპეციფიური ლიცენზიები საქართველოში არ არსებობდა. ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც არაუნივერსალური ლიცენზიებია გაცემული.


ციფრული ბანკის გამოჩენა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის იმ თვალსაზრისით, რომ ახალი ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება მოხდეს მომხმარებლისთვის. სპეციფიური ლიცენზიის მქონე ყველა ბანკის განვითარება ხელს შეუწყობს ახალი ინვესტორების მოზიდვას და საბანკო სისტემაში კონკურენციის გაღრმავებას. დღეს უკვე არსებობს 15 მოქმედი ბანკი და იმედია რომ მსგავსი სიახლეები ინვესტორებს კიდევ უფრო მეტად წაახალისებს“,  ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.


საქართველოში პირველმა ციფრულმა ბანკმა „პეისერა საქართველომ“ საბანკო ლიცენზია გასული წლის ნოემბერში მიიღო. ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 4 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში უნდა ემუშავა და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ჰქონდა, თუმცა ახალი განკარგულებით ეს ვადა 7 თვემდე გაგრძელდა. რაც შეეხება მიკრობანკებს, ისინი საქართველოში 2024 წლიდან გამოჩნდებიან. საკანონმდებლო ჩარჩო მიკრობანკების შესახებ უკვე მიღებულია და ეროვნულ ბანკს ახლა 1 ივლისამდე აქვს ვადა ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები გამოსცეს. კანონით, ეროვნულმა ბანკმა დაინტერესებულ პირისთვის მიკრობანკის ლიცენზია განაცხადის წარგენიდან 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up