სპეცრაზმმა მომიტინგეები რუსთაველის გამზირიდან გაიყვანა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ.
ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს როგორც ცენტრალური, ისე გვერდითა და უკანა შესასვლელები აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია.