რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება დაძაბულია. სპეცრაზმმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გაუშვა.
პოლიცია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსაც იყენებს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ირაკლი ბახტაძე დაშავდა. მას სასწრაფო დახმარების წარმომადგენლები ეხმარებიან.