Spotify Technology SA დანახარჯების შემცირების მიზნით თანამშრომელთა რაოდენობას დაახლოებით 6% - ით შეამცირებს - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. გამოცემის ცნობით მუსიკის სტრიმინგის გიგანტი ამ ნაბიჯით ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს უერთდება, როგორიცაა Amazon.com, Meta Platforms, Alphabet, Microsoft და სხვა.
2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით Spotify 9800 თანამშრომელს ასაქმებს, კომპანიამ 2022 წლის ოქტომბერში პოდკასტების სტუდიიდან Gimlet Media და Parcas 38 თანამშრომელი უკვე გაათავისუფლა.
Spotify-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში, კომპანიას შინაარსისა და სარეკლამო ბიზნესის მთავარი ოფიცერი დონ ოსტროფი ტოვებს, გარდა ამისა, Freemium-ის მთავარი ბიზნეს ოფიცერი გუსტავ სოდერსტრომი და კვლევისა და განვითარების ამჟამინდელი მთავარი ოფიცერი ალექს ნორსტრომი კომპანიის ვიცე პრეზიდენტის პოზიციას დაიკავებენ.
კომპანიის აქციები დღეს ნიუ-იორკში დილის ვაჭრობაში 3.9%-ით გაიზარდა, თუმცა 2021 წლის ბოლოდან მისი აქციები 58%-ით არის გაუფასურებული.