სქემა რომლითაც 112 კლინიკებთან მუშაობს ჩვეულებრივი კარტელური გარიგებაა

სქემა რომლითაც 112 კლინიკებთან მუშაობს ჩვეულებრივი კარტელური გარიგებაა

access_time2020-10-12 10:00:59

ექსკლუზიურად „კომერსანტმა“ გაარკვია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს პაციენტები მხოლოდ რამდენიმე, ბაზრის მონოპოლურ კლინიკაში გადაჰყავთ. სანდო წყარო 112- დან გვიყვება, რომ პაციენტი სპეციალიზებულ კლინიკებში არ უნდა გადაიყვანონ, რადგან მათ აქვთ იმ დაწესებულებების სია, სადაც გადაუდებელი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს.

 

ჯანდაცვის სამინისტროს არაოფიციალური ბრძანების შესახებ დაგვიდასტურეს ჰოსპიტალურ სექტორშიც, კლინიკების უმეტესობაში განგვიცხადეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არაოფიციალური დავალებით პატარა, მონოპროფილური კლინიკების ჩაძირვაა გადაწყვეტილი.

 

პრობლემის შესახებ საუბრობენ როგორც კანონმდებლები, ასევე ასევე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები. სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ დღეს კლინიკებს შორის არაჯანსაღი კონკურენციაა. მისი განცხადებით სქემა, რომლითაც 112 კლინიკებთან მუშაობას ჩვეულებრივი კარტელური გარიგებაა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით უნდა ისჯებოდეს. ექსპერტი ამბობს, რომ საკითხის შესახებ შესაბამისმა უწყებებმა იციან. თუმცა, პრობლემის მოსაგვარებლად ქმედით ნაბიჯს არ დგამენ.

 

„გარკვეული კლინიკები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან  მოლაპარაკებულები არიან, რომ პაციენტების ჰოსპიტალიზაცია მათთან მოხდეს. აუდიტის დასკვნაც არსებობს, იმის შესახებ, რომ 112- ს ადამიანები მიზანმიმართულად საცხოვრებელი ტერიტორიიდან მოშორებულ საავადმყოფოში გადაჰყავს, მაშინ როდესაც გზაზე არსებობს კლინიკა სადაც შეიძლება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. სქემა ჰოსპიტალური სექტორისთვის დამაზიანებელია, რადგან გარკვეული კლინიკები, რომლებიც გარიგებაის მიხედვით  უპირატესს მდგომარეობაში ხვდებიან. ხელოვნური არათანასწორი პირობებით კი სხვა კლინიკები ზარალდებიან, რაც დაუშვებელია. ეს არის კორუფციული სქემა, დანაშაული, ჩვეულებრივი გარიგება, ე.წ. "ატკატი" მიდის კონკრეტულ ადამიანებთან. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს ყველა სასწრაფოს ექიმს არ ეხება“,- აცხადებს სერგო ჩიხლაძე.


 

როგორც სერგო ჩიხლაძე განმარტავს ჯანდაცვის სამინისტროს და გარკვეული კლინიკების კორუფციული სქემით, კლინიკებთან ერთად მნიშვნელოვანი ზიანი პაციენტების ინტერესებსაც ადგება.

 

„ხშირად ავლაბარში ან ისანში გამოძახებულ სასწრაფოს პაციენტი არამიანცის ტერიტორიაზე არსებულ კლინიკაში კი არ გადაჰყავს, არამედ ქალაქის ბოლოში, დიღომში რომელიც გაცილებით დიდი მანძილითაა დაშორებული. გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში კი დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არის შემთხვევები, როდესაც სასწრაფო გარიგებულია კონკრეტულ კლინიკასთან. შეიძლება მან პაციენტი არა პროფილურ კლინიკაში წაიყვანოს. ყოფილა შემთხვევა, რომ გულის პრობლემით პაციენტი ისეთ საავადმყოფოში გადუყვანიათ, რომელსაც კარდიოლოგიური პროფილი საერთოდ არ ქონდა. ეს ყევლაფერი ადამიანის სიცოცხლეზე და გაწეული მომსახურების ხარისხზე აისახება“, -  განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

ჯანდაცვის ექსპერტი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს მსგავსი შემთხვევბის გამოვლენა, რომლის დროსაც კონკრეტული ადამიანები დაისჯებიან და რის შემდეგაც მსგავისი კორუფციული გარიგებები შეწყდება.

 

„უნდა გამოიძიონ ეს თანხა როგორ ნაწილდება და ვისთან მიდის. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოლიტკური ნება მიჰყვეს საქმეს ბოლომდე, საგამოძიებო სტრუქტურებმა შესაბამისი საქმე უნდა გამოიძიონ. მაგრამ რატომ არ ხდება ეს? იმიტომ, რომ სავარაუდოდ, კორუფციულ სქემაში მაღალჩნოსნები არიან ჩართულები“, - განმატავს სერგო ჩიხლაძე.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up