სრული ნუსხა - ვის და სად შეუძლია მედიკამენტების მიღება უფასოდ

სრული ნუსხა - ვის და სად შეუძლია მედიკამენტების მიღება უფასოდ

access_time2022-06-08 10:38:21

,,საქართველოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტებით მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ" - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლია შემდეგ კატეგორიას:

პირი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს;

მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი (ქალი - 60 წლიდან, მამაკაცი - 65 წლიდან);

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი) ვეტერანი;

პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;

ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;

0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის გათვალისწინებულია ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები.

რაც შეეხება წლიურ ლიმიტს, სახელმწიფო ყოველწლიურად გამოყოფს გარკვეული ოდენობის თანხას და მოქალაქეებს იმ თანხის ფარგლებში შეუძლიათ უფასოდ შეიძინონ განსაზღვრული მედიკამენტები. უფრო ზუსტად კი, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებებისთვის 200 ლარია გამოყოფილი, ფილტვის ქრონიკული დაავადებებისთვის - 300, დიაბეტის (ტიპი II) შემთხვევაში  - 40 ლარი, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებებისას - 20 ლარი, პარკინსონის დაავადებისთვის - 400 ლარი, ხოლო ეპილეფსიისთვის - 300 ლარი.

როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში?

პროგრამული მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტში ბენეფიციარის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ექიმის მიერ ელექტრონული რეცეპტის მოდულში, სადაც ხდება პაციენტის პირადი ნომრით იდენტიფიცირება, შესაბამისი დაავადებათა ჯგუფის და დიაგნოზის არჩევის შემდეგ მედიკამენტის გამოწერა.

ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი აისახება სააფთიაქო ქსელში. ამის შემდგომ, პაციენტს შეუძლია გაიტანოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი პროგრამაში ჩართული ნებისმიერი სააფთიაქო ქსელის ფილიალიდან. მედიკამენტის მისაღებად, ბენეფიციარმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


პროგრამაში ჩართული ფარმაცევტული დაწესებულებებია: პსპ, ჯიპისი, ფარმადეპო, ავერსი.

პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას:

გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;

ფილტვის ქრონიკული დაავადებები;

დიაბეტი (ტიპი II);

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

ეპილეფსია;

პარკინსონის დაავადება.

როგორ უნდა მიიღოს პირმა მომსახურება?

კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეპროგრამაში პირის ჩართვა ხდება ავტომატურად. მედიკამენტის მისაღებად პირმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს:

სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ექიმის მიერ ელექტრონულ მოდულში ფორმა №IV100/ა-ის ატვირთვის შემდგომ, მოსარგებლე პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ავტომატურად მიიღებს მოთხოვნის უნიკალურ კოდს და მოთხოვნის ფორმის ბეჭდურ ვარიანტს;

პროგრამის მოსარგებლე ან მისი წარმომადგენელი, მიმართავს აფთიაქს და პირადობის მოწმობასთან ერთად წარუდგენს უნიკალურ კოდს და მოთხოვნის ფორმას;

აფთიაქი გასცემს პროგრამის მოსარგებლისთვის ელექტრონულ მოდულში ექიმის მიერ რეგისტრირებულ მედიკამენტებს;

უნიკალური კოდის გამოყენება შესაძლებელია მისი მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

გარდა ამისა, თბილისის მერია სოციალურად დაუცველი პენსიონერებისათვის მედიკამენტების შესაძენად 500-ლარიან ვაუჩერს გამოყოფს. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით თბილისში რეგისტრირებულ საპენსიო ასაკის პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.

აღსანიშნავია, რომ 500-ლარიანი ვაუჩერი შეუძლიათ ერთი წლის განმავლობაში მრავალჯერადად გამოიყენონ, იქამდე, სანამ ეს თანხა არ ამოიწურება





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up