„სრული ქაოსი მივიღეთ - „მწვანე პასპორტები“ უნდა იყოს, მაგრამ ფორმა დასახვეწია“

„სრული ქაოსი მივიღეთ - „მწვანე პასპორტები“ უნდა იყოს, მაგრამ ფორმა დასახვეწია“

access_time2021-11-10 09:00:00

მე პირადად თანახმა ვარ, რომ იყოს „მწვანე სივრცები“, „მწვანე პასპორტები“, მაგრამ დასახვეწია ფორმა, რადგან ახლა სრული ქაოსი მივიღეთ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მთიულიშვილმა განაცხადა.


„მწვანე პასპორტები“ დახვეწილად აქამდეც რომ მიგვეღო, არც ეს ჩაკეტვა/გახსნები იქნებოდა და არც ამდენი ფატალური შემთხვევა. მე პირადად თანახმა ვარ, რომ იყოს „მწვანე სივრცები“, „მწვანე პასპორტები“, მაგრამ დასახვეწია ფორმა, რადგან ახლა სრული ქაოსი მივიღეთ.


არსებული ფორმით „მწვანე პასპორტების“ შემოღებით რას გვეუბნებიან? - გასართობ ცენტრში მოსულ სტუმარს უნდა მოვთხოვო პასპორტი. მაგრამ თუ ჩემთან მოსვლამდე სტუმარი ჩაჯდება საზტრანსპორტში, ან შევა მოლში, სადაც არაა სავალდებულო „მწვანე პასპორტი“ და იქ დაინფიცირდება, ვამბობთ - მერე რაო. ასევე გვეუბნებიან, რომ თანამშრომლებში სავალდებულო არ არის, მაგრამ სტუმარს „მწვანე პასპორტი“ უნდა ჰქონდესო. აქაც ძალიან ვცდებით ლოგიკას.



„მწვანე სივრცეები“ აქამდეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფუფუნების საგანი არ უნდა იყოს. რესტორანი, გასართობი ცენტრი თუ სხვა ობიექტები, მაინც ფუფუნების საგანია ადამიანებისთვის, ამიტომ თუ გამოვტოვეთ ისეთი ობიექტები, როგორიც არის მოლი და ა.შ., სადაც ყოველდღიურად გვიწევს შესვლა, მაშინ ბალანსი როგორ მოხდება და როგორ გადაეფარება ეს დამცავი ფენა საქართველოს, რათა ამხელა სიკვდილიანობა აღარ გვქონდეს. მსგავსი წერტილებიც უნდა ამოევსოთ, რომ გავრცელება აღარ მომხდარიყო.


ამასთან, როგორც გავარკვიე, QR კოდები რომ შეამოწმოს, კადრი ჩვენ უნდა გამოვყოთ, ჩვენ უნდა მივცეთ ხელფასი, ეს ერთის მხრივ მარტივია, მაგრამ ახალი თანამშრომლის დამატება და ფინანსური ხარჯის გაზრდა, ისევ ჩვენ გვაწვება და იმედი მაქვს, ამაზე რაღაც შეხვედრა იქნება,“- განაცხადა მთიულიშვილმა.


bpn,ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up