სრულიად ახალი Toyota Corolla Cross და MC Corolla – ახალი ავტომობილების პრეზენტაცია

სრულიად ახალი Toyota Corolla Cross და MC Corolla – ახალი ავტომობილების პრეზენტაცია

access_time2023-03-31 18:31:52

29 მარტს ტოიოტა კავკასიამ ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ჟურნალისტებს აჭარის რეგიონში მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელის- ტოიოტა კოროლას SUV ვერსია - Toyota Corolla Cross და 2023 წლის ახალ Corolla წარუდგინა.

 

პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ თავად გამოეცადათ ახალი ავტომობილები გზის განსხვავებულ მონაკვეთებზე.

 

ტოიოტა კოროლა უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია იწარმოება და ის მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელია. 1966 წლიდან დღემდე კოროლას 12 თაობა გამოვიდა და ამ პერიოდში ჯამში 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

 

2023 წლის კოროლაში განახლებებია როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ასევე ინტერიერსა და ტექნოლოგიებში.

 

ექსტერიერი: ექსტერიერი კონცეპტუალურად არ შეცვლილა - წარმოდგენილ ავტომობილში განახლებულია რადიატორის ცხაურა, სანისლე ფარების ბუდე და აქვს ახალი დისკების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი. ექსტერიერი ახალი ფერითაა (Midnight Teal) გამდიდრებული, რაც არქიტექტურის, პროდუქტების დიზაინისა და მოდის თანამედროვე ტენდენციებს ასახავს.

 

ტექნიკური განახლება: მთავარი სიახლე სწორედ ავტომობილის ტექნიკური განახლებაა -მნიშვნელოვნად შეიცვალა ძრავა და ელექტროამძრავი, რაც ავტომობილში მეტ სიმძლავრეს, ეფექტურობას, უკეთეს მართვადობასა და ნაკლები CO2-ის გამოყოფას უზრუნველყოფს. შიგა წვის ძრავის მოცულობა ისევ 1.8 ლიტრია, თუმცა კოროლა იქნება პირველი ტოიოტა, რომელიც აღჭურვილი იქნება ახალი მე-5 თაობის ჰიბრიდული. ძრავის სისტემური სიმძლავრე 140 ცხენის ძალა იქნება და ახალ კოროლას ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებელდ 9,2 წმ დასჭირდება, ეს მაჩვენებელი წინა მოდელთან შედარებით 1,7 წმ-ით გაუმჯობესდა.

 

ინტერიერი: სალონის მთავარი სიახლე არის მაღალი გარჩვეადობის მქონე 10,5 დუიმიანი მულტიმედა მონიტორი, რომელიც აღჭურვილია ნათების საწინააღმდეგო ეკრანით - ეს უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას ყველანაირი განათების პირობებში. ტოიოტა კოროლა აღჭურვილია უსადენო დაკავშირების ფუნქციით, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს კომფორტულად ისარგებლოს Android Auto ან Apple CarPlay ფუნქციით.


ავტომობილის ყველა კომპლექტაცია ასევე აღჭურვილია 12,3 დუიმიანი სრულიად ციფრული მაჩვენებელთა დაფით, რომლის პერსონალიზაციაც მძღოლს შეუძლია როგორც შინაარსის, ასევე ვიზუალის მიხედვით.

 

რაც შეეხება ტოიოტა კოროლა ქროსს, მოდელის შექმნის მთავარი კონცეფცია არის Corolla Meets SUV. ეს არის ლეგენდარული კოროლას SUV ვერსია.


ტოიოტა კოროლა ქროსი, ისევე როგორც ტოიოტა კოროლა აგებულია კარგად გამოცდილ TNGA GA-C პლატფორმაზე და აღჭურვილია უახლესი მე-5 თაობის ჰიბრიდული თვითდამუხტვადი ელექტრო სისტემით,  რომელიც უზრუნველყოფს მეტ სიმძლავრეს და ეფექტურობას საწვავის ეკონომიისა და CO2-ის გამოფრქვევის თვალსაზრისით.

 


ამჟამად, ჩვენს რეგიონში წარმოდგენილი მოდელის ტექნიკური მახასიათებლებია : შიგა წვის ძრავის მოცულობა 2.0 ლიტრი, წინა წამყვანი თვლებით, ძრავის სისტემური სიმძლავრე 197 ცხენის ძალა და ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებელდ 7,61 წამი დასჭირდება.

 

რა თქმა უნდა კოროლა ქროსს, ისევე როგორც მისი შთამაგონებელი სედანი, აღჭურვილია ტოიოტას უახლესი უსაფრთხოების სისტემით Toyota T-Mate-ით, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს უსაფრთხოების პაკეტს, აქტიური მართვისა და პარკირების დამხმარე სისტემებს. ეს აადვილებს და კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის ავტომობილის მართვას.

 

მეხუთე თაობის ჰიბრიდული სისტემის სრულყოფა მოიცავს მართვადობის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ მძღოლისთვის საგრძნობია გაუმჯობესებული ურთიერკავშირი აჩქარების სატერფულის გამოყენებასა და ავტომობილის რეაგირებას შორის. ავტომობილის რეაგირება უფრო თანმიმდევრული, პროგნოზირებადი და კონტროლირებადია.

 

ავტომობილი მორგებულია მართვის ევროპულ სიტუაციებს, როგორებიცაა: ხშირი დაძვრა-გაჩერება ავტომობილით გადაადგილებისას და სიჩქარის ლიმიტების ხშირი ცვლილებები.

 

აჩქარება ასევე ადაპტირდება აღმართ-დაღმართზე მგზავრობისას, ხდება ძრავის მაბრუნი მომენტების სინქრონიზაცია მძღოლის მოქმედებებთან, რაც უფრო ბუნებრივ შეგრძნებებს და მართვის სიმარტივეს უზრუნველყოფს.

 

ექსტერიერი: წინა მხარეს აღსანიშნავია მასიური წინა ცხაური მასში ჩამჯდარი ლოგოთი, ასევე SUV-ისთვის დამახასიათებელი ქვედა დამცავი და შეუღებავი საშხეფარი.


SUV-ის დამახასიათებელი ნიშნები ავტომობილის გვერდებზეც გრძელდება, შავი ელემენტი კარის ზღურბლებს მიუყვება და უკან, საბარგულთან კრავს წრეს. სახურავის ხაზი კი ავტომობილის უკანა ნაწილისკენ რბილად იხრება.


ავტომობილის სიგრძე 4460 მმ, სიგანე 1825 მმ, სიმაღლე 1620 მმ, ხოლო თვლების ბაზა კი 2640 მმ-ია.


თავისი ზომებით ევროპული C-SUV სეგმენტს ეკუთვნის; Toyota-ს სამოდელო ხაზში ის C-HR-სა და RAV4-ს შორის დგას. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი ფაქტორი- კოროლა ქროსი საგრძნობლად დიდია C-HR -თან შედარებით და მეტად პატარა ვიდრე RAV4. ეს არის საოჯახო ავტომობილი ყველასთვის - ის იდეალური მაქნანაა დაოჯახებული წყვილებისთვის, რომელთაც ყავთ პატარა შვილები.

 

ინტერიერი:  ინტერიერი შექმნილია ყოველდღიური პრაქტიკულობისთვის. ეს არის მსუბუქი, ღია სივრცე, კარგი ხილვადობით ყველა მგზავრისთვის, დიდი გვერდითი ფანჯრებით და მძღოლისთვის საუკეთესო ხილვადობით.


კოროლა ქროსის საბარგული ტევადი და ფართო კარის ხარჯზე ადვილად მისადგომია, რასაც ასევე ამარტივებს საბარგულის კარის გაღების სესნორული სისტემა.  საბარგულის ტევადობა  436 ლიტრია, რომელიც უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში მაქსიმუმ 1359 ლიტრამდე შეიძლება გავზარდოთ.


ავტომობილის კორპუსის სიმაღლე და კარების დიდი ღიობები ავტომობილში წვდომას მაქსიმალურად ამარტივებს და კომფორტულს ხდის, მაგალითად, თუ გჭირდებათ ბავშვის სავარძლის ჩადგმა ან ამოღება ავტომობილიდან.


სალონში ბევრი სათავსო წერტილია სხვადასხვა ნივთების განსათავსებლად, ასევე USB-A პორტი და უკაბელო დამტენი წინა კონსოლში და ორი USB-C პორტი უკანა მგზავრებისთვის.

 

Corolla Cross-ის შეძენა ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმშია შესაძლებელი.







(R)




თეგები:
ტოიოტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up