სსე: საიმედოობისთვის მნიშვნელოვანია ჰესების, მზის და ქარის სადგურების ჰარმონიული განვითარება

სსე: საიმედოობისთვის მნიშვნელოვანია ჰესების, მზის და ქარის სადგურების ჰარმონიული განვითარება

access_time2021-03-10 11:00:00

მზისა და ქარის ელექტროსადგურების სიმძლავრეების ინტეგრაციის შემთხვევაში, თუ სისტემაში არ იქნება საკმარისი რეზერვების და ინერციის წყაროები, გაიზრდება ავარიების რაოდენობა და მომხმარებლების შეზღუდვის რისკი, - ასე ეხმაურება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბექა ნაცვლიშვილის სტატიას „ნამახვანჰესის ალტერნატივა არსებობს“.

„მართალია, ზოგადად, ქარისა და მზის გენერაცია წლის და თვეების ჭრილში უფრო თანაბარია, ვიდრე წყალსაცავების, მაგრამ მათ გენერაცია დღის, საათის, წუთების მონაკვეთებში მკვეთრად ცვალებადია. ამიტომ მოხმარება-მიწოდების ბალანსის შესანარჩუნებლად საჭიროა ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სწრაფმოქმედი რეზერვების არსებობა. გარდა ამისა, ქარის და მზის სადგურებს არ გააჩნიათ „ინერცია“, რომელიც წარმოადგენს ელექტროენერგეტიკული სისტემის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს ავარიებს. შესაბამისად, მზისა და ქარის ელექტროსადგურების ძალიან დიდი სიმძლავრეების ინტეგრაციის შემთხვევაში, თუ სისტემაში არ იქნება საკმარისი რეზერვების და ინერციის წყაროები, გაიზრდება ავარიების რაოდენობა და მომხმარებლების შეზღუდვის რისკი. ამიტომ ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობის უზრუნველსაყოფად, უნდა მოხდეს წყალსაცავიანი ჰესების და მზის და ქარის ელექტროსადგურების ჰარმონიული განვითარება.

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმის 18-ე თავში მოცემული გერმანული კომპანია DIGSILENT-ის კვლევის შედეგებით საქართველოს ენერგოსისტემაში განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციის შესახებ, სხვა ფაქტორებთან ერთად, აუცილებელია ენერგოსისტემის მოქნილობა, საკმარისი სიმძლავრის პირველადი, მეორეული და მესამეული რეზერვების არსებობა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს დიდი რეზერვუარის მქონე ჰიდროსადგურების ან/და ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების არსებობით. ასევე აუცილებელია, რომ სისტემას ჰქონდეს საკმარისი ინერცია.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, იმ დაშვებებს, რომელიც მოცემულია ათწლიან გეგმაში, რომელიც გათვალისწინებული იქნას განახლებადი ელექტროსადგურების ინტეგრირების შესაძლებლობის კვლევისთვის:

• 1850 მგვტ გ.ე.წ. სადგურების ინტეგრირების პოტენციალი:
o 520 მგვტ მზის სადგურები;
o 1330 მგვტ ქარის სადგურები;
o მოხმარების წლიური ზრდა 5-6%.
• 2020 წლიდან:
o გათვალისწინებულია საბალანსო ბაზრის არსებობა;
o მოხმარების, გ.ე.წ. და მოდინების სადგურების პროგნოზირების სისტემის არსებობა გათვალისწინებულია.
• 2025 წელი:
o ყველა დაგეგმილი ჰესი შედის ექსპლუატაციაში გარდა ხუდონჰესის და ცხენისწყლის კასკადის.
• 2030 წელი:
o ყველა დაგეგმილი ჰესი შედის ექსპლუატაციაში.


აქ „ყველა დაგეგმილ ჰესში“ იგულისხმება ათწლიან გეგმაში გათვალისწინებული ჰესები, მათ შორის ნამახვანის კასკადი 433 მგვტ; ნენსკრა 280 მგვტ - მუშაობაში შედის 2025 წელს, ხოლო ხუდონჰესი 700 მგვტ და ცხენისწყლის კასკადი 350 მგვტ 2030 წელს.

ამდენად, კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციისთვის, მნიშვნელოვანია წყალსაცავიანი ჰესების სისტემაში ინტეგრირება, რაც გათვალისწინებული არის განახლებადი ენერგიის წყაროების კვლევაში.
ამასთან, გაუგებარია, რას ეფუძნება ბატონი ბექა ნაცვლიშვილის ვარაუდი, რომ დღეისათვის შესაძლებელია 500 მგვტ-მდე ქარის ინტეგრაცია“, - განმარტებულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up