საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მოლოდინით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად რუსეთი ღრმა რეცესიაში შევა. ამის შესახებ სსფ–ის დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„სანქციები ძალიან მძიმე გავლენას ახდენენ რუსეთის ეკონომიკაზე. ჩვენ რუსეთში ღრმა რეცესიას ველოდებით“, – ციტირებს გეორგიევას რუსული სააგენტო TACC.
მანვე დასძინა, რომ სსფ–ს „აღარ მიაჩნია შეუძლებლად რუსეთში დეფოლტის დადგომა“.