სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2015-თან შესაბამისობაზე საზედამხედველო აუდიტი ჩატარდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„„საი გლობალ ჯორჯიას“ შეფასებით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა მუდმივად განვითარებადია და სრულად აკმაყოფილებს ISO 9001:2015 მოთხოვნებს.
საქართველოს მასშტაბით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი მოიცავს საერთაშორისო სსტ/ისო 17025:2017/2018 აკრედიტაციისა და ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის მქონე თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიას, 2 ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას ქუთაისსა და ახალციხეში და 10 რეგიონულ ლაბორატორიას (გორი, მარნეული, დუშეთი, გურჯაანი, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, საჩხერე და მესტია). დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე -http://sla.gov.ge/ “ – ნათქვამია ინფორმაციაში.