სტაციონარშიც და ამბულატორიაშიც მომართვიანობა გაზრდილია, გავრცელებულია ძირითადად 4 სახის ვირუსი - ციციშვილის კლინიკის პედიატრი

სტაციონარშიც და ამბულატორიაშიც მომართვიანობა გაზრდილია, გავრცელებულია ძირითადად 4 სახის ვირუსი - ციციშვილის კლინიკის პედიატრი

access_time2022-11-28 09:00:00

„ბოლო პერიოდში სტაციონარშიც და ამბულატორიაშიც მომართვიანობა გაზრდილია, იმიტომ, რომ მაღალია ავადობა და გავრცელებულია ძირითადად ოთხი სახის ვირუსი, - ამის შესახებ ციციშვილის კლინიკის პედიატრმა მაია ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე ხშირად ეს არის რინოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ხშირად ამ ეტაპზე გვხვდება. როგორც მაია ჩხაიძემ აღნიშნა, ასევე არის გრიპის შემთხვევები და კორონავირუსული ინფექცია.

„ბოლო პერიოდში სტაციონარშიც და ამბულატორიაშიც მომართვიანობა გაზრდილია, იმიტომ, რომ მაღალია ავადობა და გავრცელებულია ძირითადად ოთხი სახის ვირუსი. ყველაზე ხშირად ეს არის რინოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ხშირად ამ ეტაპზე გვხვდება. ასევე, არის გრიპის რამდენიმე შემთხვევა და კორონავირუსული ინფექცია, ის რასაკვირველია არსად წასულა და ისევ ცირკულირებს. დაახლოებით 20% ავადობის კორონავირუსულ ინფექციაზე მოდის. ყველას კლინიკური ნიშნები მსგავსი აქვთ. მაღალი ცხელება ახასიათებთ, რომელიც 5-6 დღე გრძელდება და ცხელების საწინააღმდეგო მედიკამენტებს ძალიან ძნელად ემორჩილებიან. რაც შეეხება რესპირატორულ-სინციტიურ ვირუსს, ის განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს და უფრო 2 წლამდე ბავშვები ავადობენ. ჩვილები და ახალშობილები განსაკუთრებით საყურადღებონი არიან, იმიტომ, რომ მათ საშუალო და მძიმე შემთხვევების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ“,-განაცხადა ჩხაიძემ.

ასევე, მაია ჩხაიძე საქართველოს მოქალაქეებს პრევენციის მიზნით გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.


„ავადობის რაოდენობის გაზრდის მიზეზია ის, რომ ნიღბებს აღარ ვატარებთ, ჰიგიენურ და დაცვის საშუალებებს აღარ ვიყენებთ, ისე როგორც ამ პერიოდში წინა წელს ვიყენებდით. მშობლების საყურადღებოდ, როცა ბავშვი ავად ჰყავთ, ამ შემთხვევაში ბავშვი საბავშვო ბაღში და სკოლაში არ უნდა გაუშვან, რადგან არ მოხდეს სხვა ბავშვების დაავადება და ვირუსის გავრცელება. გარდა ამისა, გრიპის ვირუსის შემთხვევაში კარგი საშუალებაა პრევენციის მიზნით გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვაქცინაცია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია და ამიტომ, ყველას შეუძლია გაიკეთოს. ვაქცინაციიდან საშუალოდ 4 კვირის შემდეგ გრიპის საწინააღმდეგო სრული იმუნიტეტია ჩამოყალიბებული”, - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up